ტკბილეული შემწვარი ნაყინის მომზადება (ფოტორეცეპტი) 2014, 21 იანვარი, 21:56 ინგრედიენტები: ვანილის ნაყინი-500 გრამი ქოქოსის ბურბუშელა-100 გრამი დაფქული ორცხობილა-100 გრამი კვერცხი-3 ცალი კარაქი ან ზეთი-შესაწვავად მომზადება: მაცივარი ჩავრთოთ ყველაზე დაბალ ტემპერატურაზე, რომ ჩვენი ნაყინი ძალიან გამაგრდეს-ის ქვასავით უნდა გახდეს. სანამ ნაყინი ცივდება, მოვამზადოთ ინგრედიენტები ამოსავლებად: ქოქოსის ბურბუშელა, ორცხობილა და ათქვეფილი კვერცხი. გამოვიღოთ ნაყინი მაცივრიდან, დავჭრათ ულუფებად. სწრაფად ამოვავლოთ ნაყინი საფანელში შემდეგი თანმიმდევრობით: ჯერ ამოვავლოთ ქოქოსის ბურბუშელაში, შემდეგ ათქვეფილ კვერცხში და ბოლოს ორცხობილაში. სწრაფად შევინახოთ ჩვენი ნაყინი მაცივარში ისევ გასაყინად. გავაჩეროთ დაახლოებით 1 საათი. გავაცხელოთ ტაფა ან პატარა ქვაბი და დავადნოთ ზედ კარაქი ან ზეთი. ცხიმი ძალიან ცხელი უნდა იყოს. ამ ცხიმში ჩავუშვათ ჩვენი ნაყინი სათითაოდ. ჯერ შევწვათ ერთ მხარეზე, შემდეგ მეორე მხარეზე. ნაყინი ისე სწრაფად უნდა შეიწვას, რომ გადნობა ვერ მოასწროს-დაახლოებით 20 წამი თითოეულ მხარეზე. სუფრაზე მივიტანოთ შეწვისთანავე. დესერტი გარედან თბილი იქნება, შიგნით კი-ცივი. მიირთვით გემრიელად! 511 16-ს მოსწონს
|