x
image
hamunaptra1990
გოგონა, რომელიც ერთი წლის წინ ბიჭმა სასიკვდილოდ გაიმეტა, თხოვდება.
image
გვანცა ადამიას პირადი საზარელი შემთხვევიდან უკვე ერთი წელი გავიდა. 2013 წლის მაისში გოგონა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე სართულიდან გადმოაგდეს. დამნაშავე 22 წლის უიმედოდ შეყვარებული ბიჭი იყო, რომელმაც როგორც ჩანს გვანცას მისდამი გულგრილობა ვერ აპატია და შური ამ გზით იძია. ისინი ერთ კურსზე, უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდნენ, მაგრამ გვანცას ამ უცნაური პიროვნებისადმი არანაირი გრძნობა არ გააჩნდა, პირიქით ეს მომაბეზრებელი თაყვანისმცემელი მასში შიშსაც კი იწვევდა...

გვანცას გადარჩენა მართლაც რომ სასწაული იყო. მას სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ გოგონა 4 თვე სახლში გაუნძრევლად იწვა. დამნაშავე ვანო ღონღაძე სამართალდამცავებს არ დაუპატიმრებიათ. ექსპერტიზამ იგი შეურაცხადად ცნო და ხონის ფსიქიატრიულში გადაიყვანეს. თუმცა, გვანცას ოჯახს ეჭვობს, რომ დამნაშავე ვანო ღონღაძე იქ არ იმყოფება და დღემდე თავისუფლად დადის...

გოგონა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ტრამვის შემდეგ გამოჯანმრთელდა, თუმცა დღემდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გვანცა ადამია შეყვარებულია და თხოვდება. მისი სიყვარულის შესახებ სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საშუალებით გახდა ცნობილი. გვანცა ადამიას რჩეული ნიკა ხვედელიძეა. წყვილი, როგორც ჩანს ერთად სასიამოვნო დროს ატარებს. გვანცას დედამ, ქალბატონმა შორენამაც აღნიშნა, რომ მისი გოგონა შეყვარებულია და დაქორწინებასაც აპირებს. თვითონ გვანცა კი ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

ბედნიერება ვუსურვოთ გვანცა ადამიას და ბოლომდე გამოჯანმრთელება!


imageimage

0
884
7-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
884
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0