x
image
natia.a
"ტროპიკანკა" - საზაფხულო ტორტი, რომელმაც ინტერნეტი "დაიპყრო"
image


image






"ტროპიკანკა" - ეს არც თუ ისე ახალი ტორტი დღეს განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მისი რეცეპტი რუსეთში ჯერ კიდევ 1990 წელს გაჩნდა, დღეს კი თითქოს ხელახლა იქნა "აღმოჩენილი" და ინტერნეტ საიტები აჭრელებულია მისი სურათებით. მოსამზადებლად არც თუ ისე რთულია, თუმცა დრო და ნერვები ნამდვილად დაგჭირდებათ.


მაშ ასე, გთავაზობთ "ტროპიკანკას" კლასიკურ რეცეპტს, რომელიც ტრადიციულ "შუს" ცომის, მოხარშულ კრემსა და სასურველი ხილის ასორტს ეფუძნება.



ინგრედიენტები ბისკვიტისთვის:


1 ჩ.ჭ. წყალი

1 ჩ.ჭ. ფქვილი

100 გ. კარაქი

4 ცალი კვერცხი

მწიკვი მარილი


მოცემული ინგრედიეტებით გამოდის 25х18 სმ-ის 3 ფენა.


მომზადება:


1. ქვაბში ვათავსებთ წყალს, კარაქს და მარილს. მივიყვანთ ადუღებამდე და კარაქის გალღობამდე.

image


2. ვამატებთ ცხელშივე ფქვილს და სწრაფად ავურევთ.

image


3. გადმოვდგამთ ცეცხლიდან და ოდნავ შევაგრილებთ.

image


4. შემდეგ თითო-თითოდ ვამატებთ კვერცხებს და მიქსერით კარგად ვთქვიფავთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

image


5. მივიღებთ ასეთი კონსისტენციის ცომს.

image


6. პერგამენტზე ვხაზავთ მომავალი ბისკვიტის კონტურებს, რათა სამივე ფენა ერთი ზომის გამოვიდეს.

image


7. კონტურებზე საკონდიტრო შპრიცით გადაგვაქვს ცომი. გამოდის ბადისებური ფორმის ნახაზი.


image

8. სამიდან ერთ-ერთ ფენას დიაგონალური ბადე უნდა ჰქონდეს.


image


9. ვაცხობთ 180 გრადუსზე, 20-25 წთ.

image



ინგრედიენტები კრემისთვის:


1 ცალი კვერცხი

1 ჩ.ჭ. შაქარი

4 ს.კ. ფქვილი

1 ლ. რძე

300 გ. კარაქი (ოთახის ტემპერატურის)

2 ს.კ. კონიაკი

ვანილი


კრემის მომზადება:


ნახევარი ჩ.ჭ. რძე, ფქვილი და კვერცხი ავთქვიფოთ. ცალკე გავაცხელოთ დარჩენილი რძე და შაქარი, შევურიოთ ფქვილიანი ნარევი და მივიყვანოთ ადუღებამდე. კრემი უნდა შესქელდეს. გავაგრილოთ. შევურიოთ კონიაკი და ოთახის ტემპერატურის კარაქი.


ან კიდევ შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენს მიერ უკვე გამოცდილი რეცეპტით, ჩვეულებრივი მოხარშული კრემი.



ტორტის აწყობა:


10. პირველ ფენაზე წავუსვათ კრემი, მოვაწყოთ რამდენიმე სახის დაჭრილი ხილი. დავაფაროთ მეორე ფენა და ა.შ.

image

image


11. ბოლო ფენაზე შეგვიძლია წავუსვათ კრემი, მოვრთოთ ხილით და ზემოდან გადავასხათ ჟელე (ეს არის კლასიკური ვარიანტი).


image


image




12. ან კიდევ, მოვრთოთ ჩვენი სურვილისამებრ, ნებისმიერი სახის ცივი კრემით თუ ბეზეთი.


image
image
image












4
26920
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
26920
  
2014, 15 ივნისი, 11:00
არ მომწონს :) არ მიყვარს ფქვილის კრემი
2014, 14 ივნისი, 23:26
ჩVეულებრივი ეკლერების ცომია, ჩვეულებრივი მოხარშული კრემით და ხილით..არა მგონია გემოთი ბისკვიტიან ტორტს აჯობოს..მაინც მინდა მოვსინჯო:)
2014, 14 ივნისი, 23:24
ვაიი:)). ისე გაპოპულარულდა უცბად, მეგონა რაღაც ახალი იქნებოდა. მერე რეცეპტი რომ ვნახე ცოტა გამიკვირდა. :)
2014, 14 ივნისი, 23:17
სულ ცოტა ხნით დამასწარი:D
0 1 4