x
image
worldsport.ge
რონალდუს დაბრუნება გადაიდო

imageპორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ 12 ივნისს ქალაქ კამპინასში, ნაკრების მორიგი ვარჯიში ტრავმის გამო ვერ დაასრულა.
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ნაკრებთან ერთად 15-20 წუთი ფიზიკურად დაიტვირთა, თუმცა ბურთთან საკონტაქტო ვარჯიში ვეღარ გააგრძელა. ფოტოებიდან ჩანს, რომ რონალდუ მუხლის ტრავმამ კვლავ შეაწუხა და მინდორს ყინულის სახვევით ტოვებს.
მუნდიალის გახსნამდე გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა - რონალდუ სრული დატვირთვით ვარჯიშობდა. გუშინდელი ფაქტის შემდეგ, პორტუგალიელის მონაწილეობა გერმანიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მატჩში კვლავ ეჭვქვეშაა.



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
287
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0