x
image
მანჩო 777
მასაჟის ყველაზე უცნაური და ეგზოტიკური სახეობები
ყველა ჩვენგანს გვინდება დროგამოშვებით განვიტვირთოთ და მოვდუნდეთ და მასაჟი ამის ყველაზე კარგი საშულებაა. თუ თქვენ ჩვეულებრივი მასაჟი მოგწყინდათ და ეფექტური აღარ გეჩვენებათ, შეგიძლიათ მოსინჯოთ უფრო ეგზოტიკური რამ-მაგალითად, მასაჟი გველებით, კაქტუსებით ან თუნდაც მოღიტინებით.


image


მინდა წარმოგიდგინოთ ეგზოტიკური მასაჟის ათეული. მათგან უმეტესობა ჩვენთან ჯერჯერობით არაა, მაგრამ თუ სამოგზაუროდ ჩინეთში ან ტაილანდში წახვალთ, ასეთი მასაჟით დატკბობის შანსი მაშინ ნამდვილად მოგეცემათ.



1.მასაჟი პითონებით



image


თუ თქვენ გულადი ხართ და გველების არ გეშინიათ, მაშინ პითონებით მასაჟი თქვენთვის მისწრება იქნებოდა: ოთხი უზარმაზარი პითონი, რომელთა საერთო წონა 250 კილოგრამს აჭარბებს, დაცურავენ კლიენტის ზურგზე, რომელიც ბამბუკის შეზლონგზე წევს. მასაჟის დაწყებამდე პითონებს ათამდე ქათამს აჭმევენ, რომ პროცედურის დროს მშიერი არ იყვნენ და გაუთვალისწინებელი შემთხვევა არ მოხდეს (ანუ კლიენტის ბარკალს არ წაეტანონ). ამბობენ, რომ 10-15 წუთიანი ასეთი მასაჟი ძალიან ამშვიდებს და დაღლილობას უხსნის ადამიანს.



თქვენი არ ვიცი და ამათი შემხედვარე კომპიუტერთანაც ვერ ვარ მშვიდად და ღმერთმა დამიფაროს ამათი ტანზე სრიალისაგან.



2.კაქტუსის მასაჟი


image


თქვენ ალბათ გაგაჟრიალათ ამ სიტყვების წაკითხვაზე და გაიფიქრეთ, რომ ეს ძალიან მტკივნეული იქნება. მაგრამ როგორც მექსიკური კურორტის «Four Seasons»-ის წარმომადგენლები ირწმუნებიან, ეს მასაჟი სულაც არაა შემაწუხებელი და პირიქით, ძალიანაც სასიამოვნოა. კაქტუსს წინასწარ აქვს გაცლილი ეკლები და მისი წვნიანი რბილობისა და ყვავილების ნარევი ტეკილასთან ერთად შერეული შესანიშნავად ატენიანებს კანს. ეს სიამოვნება არცთუ ისე იაფი-250$ ღირს.


3.მასაჟი ღიტინით


image


ტაილანდური მასაჟის ეს სახეობა იუმორის მოყვარულ ადამიანებზეა გათვლილი. ის ჯერ კიდევ 2000 წლის წინ წარმოიშვა ჩინეთში. ადამიანს უღიტინებენ ფრინველის ფრთით სპეციალურ ადგილებზე. ეს მასაჟი იწვევეს განტვირთვას და მხიარულ ხასიათზე აყენებს ადამიანს.



4. მასაჟი დანებით


image


ტაილანდში პოპულარულ მასაჟის ამ სახეობაზე მხოლოდ ძალიან გულადი ადამიანი თუ დათანხმდება. მთელ სხეულზე კლიენტს მსუბუქად ურტყამენ ყასაბის დიდი დანის კარგად ალესილ პირს. ამბობენ, რომ ეს მასაჟი ათავისუფლებს სხეულში დაგროვილ ენერგიას და ძალღონით ავსებს ადამიანს.

ათწუთიანი მასაჟი დაახლოებით 330 $ ღირს.



5.სპილოს მასაჟი


image


თუ თქვენ წელის არეში დაჭიმულობას და ტკივილს გრძნობთ, მაშინ თქვენთვის საუკეთესო წამალი სპილოს მასაჟია. სამტონიანი სპილო თავისი ტლანქი ფეხებით რბილად ეხება თავისი პატრონის ზურგს მომთვინიერებლის ზედამხედველობის ქვეშ. ეს ხდება ტაილანდის ტურისტულ პარკში. სურვილის შემთხვევაში მაყურებლებსაც შეუძლიათ თავის თავზე გამოსცადონ ეს სიამოვნება.



6.მასაჟი გონდოლაზე


image


სულააც არაა გასაკვირი, რომ მსოფლიოში ყველაზე რომანტიკული ქალაქი გახდა სამშობლო სუპერ-მაცდური სპა-პროცედურებისა. ვენეციის მასაჟის კლუბი «Casanova Spa» იმ ტურისტებს, რომლებსაც მოდუნებისა და დასვენებისათვის მხოლოდ ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება არ აკმაყოფილებთ, სთავაზობს რომანტიკულ მასაჟს გონდოლაში უმშვენიერეს ლაგუნაში გასეირნების დროს.



7. მასაჟი აფრიკული ლოკოკონებით


image



იაპონიის, დიდი ბრიტანეთის და რუსეთის სპა-სალონებმა მასაჟი ახალ სიმაღლეზე აიყვანეს. ისინი თვლიან, რომ ლოკოკინების მასაჟი ეხმარება კანს აღდგენაში, აქრობს ნაოჭებს, ნაიარევებს და დამწვრობის კვალს სხეულზე.

პროცედურაში მონაწილეობს სამი ლოკოკინა, რომლებიც ნელა დასეირნობენ თქვენს სახეზე და ლორწოიან კვალს ტოვებენ. სწორედ ეს ლორწო ეხმარება კანს აღდგენაში.



8.მასაჟი სილის გაწვნით


image


კაცობრიობის ისტორიაში სილის გაწვნა ნეგატიური რეაქციის გამოხატვის უნიკალურ საშუალებად იყო მიჩნეული, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მან შეიძლება ახალი დანიშნულება შეიძინოს. როგორც ტაილანდელები თვლიან, ესაა იშვიათი კოსმეტიკური პროცედურა, რომლის დროსაც ადამიანს აწნავენ სილას სხვადასხვა ადგილებში და ამის საშუალებით აქრობენ ნაოჭებს, ცელულიტებს და აახალგაზრდავებენ სახის კანს. მასაჟის ამ სახეობას სულ 100-იოდე წლის ისტორია აქვს.



9. მასაჟი კვერცხებით პატარებისათვის


image


ამ სურათზე თქვენ ხედავთ მამას, რომელიც თავის შვილს უკეთებს მასაჟს კვერცხებით თმების გაკრეჭის შემდეგ. ტრადიციული ჩინური წესის მიხედვით ჩინური კალენდრის მეორე მთვარის თვის მეორე დღეს თმების გაკრეჭა პატარასთვის ჯანმრთელობის და წარმატების მომტანია.

საინტერესოა, თუ რატომ იყენებენ კვერცხებს მასაჟის დროს. ამ ფაქტზე ინფორმაციის მოძიება ვერ შევძელი.



10.ცეცხლოვანი მასაჟი


image


ძალიან უცნაურია, მაგრამ ადამიანისათვის ცეცხლის მოკიდება ყოველთვის ცუდი იდეა სულაც არაა. ამას ხანდახან სამკურნალო დანიშნულებაც შეიძლება ჰქონდეს. ცეცხლოვანი პროცედურები ძალიან პოპულარულია წლის ცივ დროს ჩინური ტრადიციული მედიცინის ცენტრებში. ადამიანებს სჯერათ, რომ ეს თავიდან ააცილებთ გრიპს და გაციებას. ქსოვილის ნაჭერს ასხურებენ ადვილად აალებად ნივთიერებას, უმეტეს შემთხვევაში სპირტს, შემდეგ უკიდებენ ცეცხლს და აფარებენ მეორე ქსოვილს. ეს სრულებითაც არაა მტკივნეული და ამავდროულად წონის დაკლებასაც უწყობს ხელს.

13
313
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
313
  
2014, 12 ივნისი, 19:13
აჰაა :)))
2014, 12 ივნისი, 19:08
კიდევ ერთი მტკიცება მაკუშ:)))))))))))))))
2014, 12 ივნისი, 17:46
მეც მხოლოდ გონდოლას იდეა მომეწონა :))
2014, 12 ივნისი, 16:31
აი ეგ მართლა შეიძლება, სხვების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ
2014, 12 ივნისი, 16:30
გონდოლაზე კაი იქნება,თან ირწევი თნ მასაჟი
2014, 12 ივნისი, 16:20
მე მარტო შეხედვითაც შეიძლება მოვკვდე:( მაგათზე მეტად არაფრის მეშინია
2014, 12 ივნისი, 16:16
პითონს რა უჭირს....იცი რომ არ მოგკლავს .....ახლა 7მეტრიანი თუ დაისვი
2014, 12 ივნისი, 16:12
გველები უკეთესია? მაგაზე უარესი არაფერია აქ
2014, 12 ივნისი, 16:10
სპილოს მასაჟი მაგარია.....წინასწარ საფლავი უნდა შეუკვთო რა იცი რა ხდება
2014, 12 ივნისი, 15:43
მაგას ყველაფერი მირჩევნია, დანებიც და ცეცხლის წაკიდებაც
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10