x
image
worldsport.ge
რონალდო: "მესი უკვე ლეგენდაა"

imageბრაზილიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელის რონალდოს განცხადებით, ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარეშეც უკვე ლეგენდაა. ბრაზილიელი მიიჩნევს, რომ არგენტინელმა "ბარსელონაში" თამაშით 4-ჯერ გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და ამით ყველაფერია ნათქვამი.
"მას შეუძლია მოიგოს მუნდიალი, ის ხომ ფეხბურთიდან ჯერ არ წასულა. სავალდებულო არაა მსოფლიო ჩემპიონი გახდე. არსებობენ დიდებული ფეხბურთელები, რომლებსაც მუნდიალი მოგებული არ აქვთ. მესი უკვე ლეგენდაა, რადგან ოთხჯერ გახდა საუკეთესო ფეხბურთელი. მან უკვე დიდი კვალი დატოვა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში", - განაცხადა რონალდომ.
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პორტუგალიელ რონალდუზეც გააკეთა კომენტარი.
"ვუყურე ჩემპიონთა ლიგის ფინალს რონალდუს თამაშსაც მივადევნე თვალი. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც პორტუგალიელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, იგი ამ ტიტულს იმსახურებდა. პორტუგალიას მუნდიალისთვის ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და რონალდუ გუნდს ნებისმიერ მატჩში დიდ სამსახურს გაუწევს".


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
243
1-ს არ მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0