x
image
რუსუდან ბერიძე
ცხოვრებისეული სიბრძნე
image

ერთ ებრაელ ბრძენს კითხეს:ყველაზე მეტად ამ ქვეყანაზე რა აკვირვებდა.

"ადამიანი"–უპასუხა ბრძენმა."თავდაპირველად ის თავის ჯანმრთელობას წირავს, რომ ბევრი ფული იშოვოს.შემდეგ კი ის ამ ფულს ხარჯავს იმისთვის, რომ ჯანმრთელობა აღიდგინოს.იმიტომ ხდება ეს რომ ის ისე ნერვიულობს თავის მომავალზე არც კი ტკბება აწმყოთი.შედეგად ის არ ცხოვრობს არც აწმყოთი და არც მომავალით.ის ცხოვრობს ისე, თითქოს არასოდეს გარდაიცვლება, სიკვდილის წინ კი ნანობს რომ არც უცხოვრია".

ამიტომ მინდა შეგახსენოთ რომ, ცხოვრება ისე სწრაფად გარბის ჩვენგან, თითქოს ჩვენთან ყოფნა მოწყინდა კიდეც.იცხოვრეთ დღევანდელი დღით ჩემო კარგებო, რადგან "გუშინ"უკვე აღარ არის და "ხვალე"შეიძლება აღარც იყოს.(ღმერთმა დაგიფაროთ, არ გწყევლით)


გახსოვდეთ, დღევანდელი დღე ყველაზე საუკეთესო დღეა თქვენს ცხოვრებაში და ნუ მოიკლებთ დღევანდელი დღით ტკბობას.გაიხანგრძლივეთ ეს ხანმოკლე წუთისოფელი!

0
82
7-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0