x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ყველაზე მახინჯმა გოგონამ 200 000$ გამოიმუშავა
image



















გოგონამ, რომელიც იშვიათი ავადმყოფობითაა დაავადებული და ინტერნეტ სივრცეში აღიარეს როგორც "ყველაზე მახინჯი გოგონა", 200 000$ გამოიმუშავა ავტობიოგრაფილი ფილმით.თანხის შეგროვებისთვის მან გამოიყენა კლაუდფანდინგის პლატფორმა და საკმაოდ ბევრი სპონსორიც გამონახა.


მარტო ერთ ერთმა სპონსორმა 10 000$ ჩაურიცხა.


ამერიკელი ელიზაბეტ (ლიზი)ველასკესი (Lizzie Velásquez)დაიბადა 1989 წელს და მალევე ექიმებმა მას დაუდგინეს უიშვიათესი დაავადება, აღსანიშნავია, რომ მსგავსი სინდრომით სულ 3 ადამიანია დაავადებული მთელს მსოფლიოში, ავადმყოფობას სახელიც კი არა აქვს.



იგი ამჟამად 25 წლისაა და იწონის 26 კილოგრამს.


ისე გამოიყურება, თითქოს ეს გახლდეთ ანორექსიის მწვავე ფორმა, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა, მის ორგანიზმში საერთოდ არ არსებობს ცხიმი.დღეში იღებს 5 ათას ერთეულ კალორიას, რომ იცოცხლოს(ნორმალურ ადამიანს დღიური 3, 7 ათასი კალორია სჭირდება).

image

გოგონას საშინლად დასცინოდნენ ინტერნეტმომხმარებლები, აი ერთ-ერთი კომენტარი:"მოდი რა გაგვიწიე მომსახურეობა და თავი მოიკალი".


ლიზიმ მკაცრად გადაწყვიტა ფარ-ხმალი არ დაეყარა და არ მიეცა საბაბი, რომ ასე უღვთოდ დაეცინათ მისთვის, მით უმეტეს, როცა არ იცნობდნენ მას.გოგონა ოცნებობდა დაემთავრებინა უნივერსიტეტი, გაეარა სემინარები, დაეწერა წიგნი.


შრომისმოყვარეობამ და მიზანსწრაფულობამ თავის შედეგი გამოიღო, მან მიაღწია რაც სურდა, ახლა უკვე გადაწყვიტა ფილმი გადაიღოს მის ცხოვრებისეულ გზაზე, თუ როგორ მიაღწია წარმატებებს.


გოგონას გეგმაში ჰქონდა ფილმისთვის 180 000$ შეეგროვებინა, მაგრამ ფონდში უკვე 206 ათას დოლარზე მეტია.სპონსორების საერთო რაოდენობა 3.300 კაცია, ფილმისთვის მუსიკა დაწერეს არტისტებმა, რომლებიც "გრემის" პრემიაზე არიან წარდგენილნი(ვინ არიან არ კონკრეტდება).


აღსანიშნავია, რომ ამჟამად ველასკესს "ფეისბუქის"საკუთარ გვერდზე 260 000 "მოწონება" აქვს მიღებული, ხოლო "ტვიტერზე"ყველაზე მახინჯ გოგონას 35 000 ხელისმომწერი ჰყავს.image

4
149
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
149
  
2014, 8 ივნისი, 14:39
კი დასაფასებელია.....
2014, 8 ივნისი, 14:38
ძლიერი ადამიანია
2014, 8 ივნისი, 14:23
რაღაცით ხომ უნდა ეარსება? სამსახურს ადვილად ვერ იშოვიდა და მთელი ცხოვრება სხვის კმაყოფაზე ხომ ვერ იქნებოდა. განა იმ უტიფართა მიმართვას დასჯერებოდა და თავი მოეკლა??? ძლიერი სულის პატრონია.
2014, 8 ივნისი, 14:17
ამაზეა ნათქვამი, "ზოგი ჭირი მარგებელიაო"...არ მინდა ეგეთი ფული:DD
0 1 4