საზოგადოება ძალადობა, ღალატი და ნაადრევად დასრულებული კარიერა- რამ გატეხა სილვია კრისტელი - ლეგენდარული "ემანუელი"? 23 სექტემბერი, 14:13
ჰოლანდიელი მსახიობი სილვია კრისტელი, რომელიც ცნობილი გახდა ემანუელის როლით ამავე სახელწოდების ეროტიკულ ფილმებში, გარდაიცვალა 2012 წლის 17 ოქტომბერს, სულ რაღაც 60 წლის ასაკში. თუმცა, მისი ნამდვილი ისტორია შეიძლება გახდეს ყველაზე დრამატული მელოდრამის საფუძველი.
სილვიას მშობლები უტრეხტში სასტუმროს ფლობელები იყვნენ. მომავალმა მსახიობმა ბავშვობა იქ გაატარა. ერთმანეთის მონაცვლეობით სტუმრების სახეები-აი რა დარჩა კრისტელს ბავშვობის მოგონებიდან. გოგონა თითქოს ზედმეტად გრძნობდა თავს ამ ადამიანებს შორის. ის და მისი და ცხოვრობდნენ 22 -ე ნომერში. მაგრამ როდესაც სტუმარი გამოჩნდებოდა, რომელიც მზად იყო გადაეხადა თანხა კომფორტულ ნომერში, დედას ქალიშვილები მეზობელ 23-ე ნოემრში გადაყავდა - პაწაწინა ოთახი, რომელშიც ძლივს ეტეოდა საწოლი და გარდერობი და სხვა არაფერი. მათ შეეძლოთ გოგოების გაღვიძება შუაღამისას ან დილით ადრე - და ისინი, ნაძინარევი, ღამის პერანგებით, დერეფანში ტრიალებდნენ. „მაინტერესებდა: რა მოხდება, თუ ჩემს მშობლებს დასჭირდებოდათ ოთახი 23? სად წავსულიყავით მაშინ?" იმ ფაქტმა, რომ ქალიშვილები მშობლებისთვის არსებითად ნაკლებად მნიშვნელოვანი იყვნენ საკუთარ სახლში, ვიდრე ფულის გადამხდელი სტუმარები, იქონია გავლენა გოგონაზე. შელახული ღირსების ეს გრძნობა კრისტელს სიცოცხლის ბოლომდე გაყვა. 2007 წელს, თავის ავტობიოგრაფიაში, მსახიობმა ასევე დაწერა, რომ ცხრა წლის ასაკში მას სასტუმროს მენეჯერმა გაუპატიურება დაუპირა. გოგონა ოთახში შემთხვევით შემოსულმა დეიდამ გადაარჩინა. მენეჯერი გაათავისუფლეს. კრისტელი, როცა მის მიერ კარის გაჯახუნებას უყურებდა, წამით დაფიქრდა: „ძალიან მკაცრი ხომ არ იყო სასჯელი? ღირდა თუ არა?" გაურკვევლობის ეს განცდა მას მოგვიანებით შეაწუხებს. 14 წლის ასაკში სახლის მყიფე გრძნობა მთლიანად დაინგრა. მამამ სხვა ქალი მოიყვანა და პირველი ოჯახი სახლიდან გააძევა. "ეს მოხდა თითქმის 40 წლის წინ, მაგრამ ჩემთვის არაფერი იყო იმაზე სამწუხარო, ვიდრე ჩემი მშობლების განქორწინება", - იხსენებს სილვია მოგვიანებით. თბილი მოგონებების ნაცვლად, მას ბავშვობიდან გამოყვა საშინელად ცუდი ჩვევები. ორივე მშობელი სვამდა. მაგალითად, სილვიამ თვლა ისწავლა იმ ლუდის კათხების რაოდენობით, რომელსაც მამამისი დღის განმავლობაში სვამდა. კრისტელისთვის ალკოჰოლი არ იყო რაღაც უცხო ხილი. გოგონა სწავლობდა მონასტერთან არსებულ სკოლა-ინტერნატში, სადაც ერთხელ მან უძილობის გამო მონაზვნებს კონიაკი სთხოვა, რათა კარგად დაეძინა. ის ამ დროს 11 წლის იყო. შემდეგ მან დაიწყო უფილტრო სიგარეტის მოწევა, ამ ჩვევას მოგვიანებით ფატალური შედეგები მოჰყვება. 16 წლის ასაკში კრისტელმა სკოლა მიატოვა, მუშაობდა მბეჭდავად, შემდეგ სამოდელო კარიერა დაიწყო. 21 წლის ასაკში მან ითამაშა სამ ჰოლანდიურ ფილმში და მიიპყრო ფრანგი რეჟისორის ჟუსტ ჟაკინის ყურადღება, რომელიც აპირებდა ემანუელ არსანის ეროტიული რომანის, " ემანუელის" ეკრანიზაციაზე. მალე სილვია როლზე დაამტკიცეს, რომელმაც განსაზღვრა მისი ცხოვრება. იმ დროს კრისტელს ურთიერთობა ჰქონდა ბელგიელ მწერალ უგო კლაუსთან. მამაკაცი მასზე ორი ათეული წლით უფროსი იყო, რომლისგანაც კრისტელმა 1975 წელს ერთადერთი ვაჟი, არტური გააჩინა. ფოტოზე: სილვია თავის ვაჟთან, არტურთან ერთად სწორედ კლაუსმა დაარწმუნა კრისტელი ეთამაშა ეროტიკულ ფილმში - თავად მსახიობს თავდაპირველად ეჭვი ეპარებოდა. "მან მითხრა, რომ ეს იყო ჩემი შანსი, გავქცეოდი ჰოლანდიას და წავსულიყავი საფრანგეთში, სადაც ისინი წელიწადში 200 ფილმს იღებენ, ზუსტად 194-ით მეტს, ვიდრე ჰოლანდიაში." "ემანუელი" გახდა ყველაზე შემოსავლიანი ფრანგული ფილმი ისტორიაში და 13 წლის განმავლობაში უწყვეტად აჩვენებდნენ ელისეს მინდვრების ერთ-ერთ კინოთეატრში. 1986 წელს ფინალურ ჩვენებას თავად კრისტელი და პარიზის მაშინდელი მერი ჟაკ შირაკიც ესწრებოდა. წარმატებამ ცუდად იმოქმედა მასზე. კრისტელი მხოლოდ 32 წლის იყო, როცა პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, რომ მსახიობი უკვე ასაკოვანია და როლისთვის აღარ გამოდგებოდა. როდესაც "ემანუელის" მეოთხე ნაწილის გადაღება დაიწყეს, როლზე სხვა ახალგაზრდა მსახიობი დაამტკიცეს“ კრისტელი კი, სცენარის მიხედვით, სიუჟეტიდან გააქრეს. „ჩემი, როგორც ნამდვილი ვარსკვლავის ცხოვრება დაახლოებით 10 წელი გაგრძელდა. ეს ყველაფერი ზუსტად მაშინ დასრულდა, როცა მჯეროდა რომ, ახლა იწყებოდა." პარადოქსი ის იყო, რომ ფილმიდან გაძევებული კრისტელი მაინც თავის ეკრანული იმიჯის განუყოფელი ნაწილი აღმოჩნდა. „ადამიანებს არ მიაჩნიათ, რომ ჯონ უეინი ესვრის ხალხს და ცხენებით დაჯირითობს. მაგრამ ჩემზე ფიქრობენ, რომ მე ნიმფომანი ვარ“. სილვიამ ხედავდა, რომ მისი სამსახიობო პერსპექტივა კვდებოდა, - ჰოლივუდში გადასვლა გადაწყვიტა. კრისტელი დაშორდა კლაუსს და ბრიტანელ მსახიობთან, იან მაკშეინთან გააბა ბობოქარი რომანი, რომელსაც იგი შეხვდა ფილმის "მეხუთე მუშკეტერის" (1979) გადასაღებ მოედანზე. ისინი ერთად გადაბარგდნენ ლოს ანჯელესში. მათმა ხუთწლიანმა ტოქსიკურ ურთიერთობამ, გამოიწვია სილვიას აბორტი და ორივეს დამოკიდებულება ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე. კრისტელის ჰოლივუდურმა კარიერამ სრული ფიასკო განიცადა. „მეგონა ჰოლივუდი მელოდა. მაგრამ ვცდებოდი". სილვიას, რა თქმა უნდა, იღებდნენ ფილმებში, მაგრამ ამან არ მოუტანა მას მოსალოდნელი ვარსკვლავის სტატუსი. სამაგიეროდ დაიწყო დრამატული ამბები პირად ცხოვრებაში, რომელსაც ორი წარუმატებელი ქორწინება მოჰყვა: პირველი, ამერიკელ ბიზნესმენ ალან ტერნერთან, რომელიც სულ რაღაც 5 თვე გაგრძელდა, მეორე ბელგიელ პროდიუსერ ფილიპ ბლაუსთან, რომლის საშინელმა პროექტებმა მისი ფინანსები ამოწურა იმ დონემდე, რომ მის კართან სასამართლოს მოხელეები გამოჩდნენ კ~. შემდეგ იგი ცხოვრობდა ბელგიელ რადიო პროდიუსერთან ფრედ დე ვრიზთან ათი წლის განმავლობაში, ანუ 2004 წელს მის გარდაცვალებამდე. კრისტელმა ბოლო წლები ამსტერდამის ბარში ცხოვრებდა და ნახატების გაყიდვით ირჩენდა თავს, რომლებსაც თავად ხატავდა. დაავადება ნელ-ნელა კლავდა – ხორხის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, მეტასტაზები ღვიძლშიც აღმოაჩნდა. ქიმიოთერაპიის მორიგი კურსის შემდეგ, სილვია გარდაიცვალა ინსულტით 2012 წლის 17 ოქტომბერს. 565 2-ს მოსწონს
|