სხვა რა არის ნამდვილი ბედნიერება? 2014, 7 ივნისი, 19:06 ადამიანებმა არ ვიცით რა არის ნამდვილი ბედნიერება.ზოგს ჰგონია ბედნიერება ეს არის როდესაც დაბადების დღეზე ახალ აიფონს გჩუქნიან, ან რაიმე ნივთს რომელიმე ცნობილი ბრენდისას.ეს ხომ წვრილმანებია დედის ღიმილთან შედარებით.იმ ცისარტყელასთან შედარებით რომელიც ცაზე ლამაზად დაიქარგა დილის ჟუჟუნა წვიმის შემდეგ. ბედნიერებაა იმის გათვითცნობიერება, რომ ყველა ჩვენი ახლობელი ადამიანი ცოცხალია და კარგადაა და მათ ჩვენ ვუყვარვართ და გვაფასებენ. ჩვენ ვერ ვამჩნევთ ყოველდღიურ წვრილმანებს, რომლებსაც მართლაც ბედნიერება მოაქვს ჩვენთვის და ველოდებით რაღაც სასწაულ, ზებუნებრივ ბედნიერებას, რომელიც მხოლოდ მატერიალურ ღირებულებებზეა აგებული.მთავარი ბედნიერება კი ჩვენს გვერდითაა.ეს ჩვენი ოჯახია:სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ და ისიც, რომელსაც თავად შევქმნით დიდი სიყვარულითა და რუდუნებით! 136 4-ს მოსწონს
|