x
image
worldsport.ge
რიბერი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

imageსაფრანგეთის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავის, ფრანკ რიბერის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში გამოირიცხა. ამ ინფორმაციას FIFA-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
რიბერის რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, ეს აქამდეც ცნობილი იყო. არსებობდა იმედი, რომ 31 წლის შემტევი გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ დღევანდელმა ტესტებმა აჩვენა, რომ მისთვის თამაში და ვარჯიში არ შეიძლება.
საფრანგეთის ნაკრების განაცხადში რიბერის ადგილს “მონპელიეს” ნახევარმცველი რემი კაბელა დაიკავებს.
ფრანგებს კიდევ ერთი ფეხბურთელი, კლემენ გრენიეც გამოაკლდა. დიდიე დეშამმა მის ნაცვლად “საუთჰემპტონის” ნახევარმცველს, მორგან შნეიდერლინს უხმო.

მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
35
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0