x
image
მანჩო 777
საინტერესო სტატისტიკა: ყოველწლიურად მსოფლიოში 50 000 ადამიანი იღუპება სექსის დროს

სტატისტიკით გამოირკვა, რომ თურმე ყოველწლიურად მსოფლიოში 50 000-მდე ადამიანი იღუპება სექსის დროს. ამასთანავე მამაკაცების მხოლოდ 25 % კვდება ცოლთან სექსის დროს, დანარჩენი 75% სიცოცხლეს მეძავების ან საყვარლების მკლავებში ამთავრებს. საგულისხმოა, რომ ქალები 12, 5 %-ით ნაკლებად ამთავრებენ სიცოცხლეს სექსის დროს, ვიდრე მამაკაცები.


image


გავიხსენოთ რამოდენიმე გახმაურებული შემთხვევა, როცა სექსი ლეტალური შედეგებით დამთავრებულა:
პირველი დამტკიცებული და ცნობილი შემთხვევა სექსის დროს გარდაცვალებისა დაფიქსირდა 1899 წელს. საფრანგეთის პრეზიდენტი ფელიქს ფორი სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, როგორც წესი, თავის საყვარელ კურტიზან ქალთან მარგარეტთან წავიდა. მას მოუნდა რამე ახალი განეცადა და ქალმა მას ორალური სექსი შესთავზა. პრეზიდენტი ადგილზევე გარდაიცვალა..სავარაუდოდ, მეტისმეტი სიამოვნებისაგან. ქალი სამართალდამცველებმა დაიჭირეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს, თუმცა ამის შემდეგ მას ზედმეტსახელად "დამკრძალავი ბიურო" დაარქვეს და მამაკაცები მასთან სიახლოვეს ერიდებოდნენ.


აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ნელსონ როკფელერი 70 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა იმ დროს, როცა საყვარელთან სქესობრივი აქტი ჰქონდა. გარდაცვალების ეს მიზეზი ექიმმმა საკუთარი ხელით ჩაწერა შედგენილ გარდაცვალების მოწმობაში.


2001 წელს ჩილელი პოლიტიკოსი რაულ ველესო სიკვდილის შემდეგ გახდა დეპუტატი. ამასი მას დაეხმარა სკანდალი, რომელიც მისი გარდაცვალების მიზეზის გამო აგორდა. არჩევნებამდე ცოტაოდენი ხნით ადრე რაულ ველესო, ხმამაღლა ქადაგებდა რა მორალურ სიწმინდეს, გარდაიცვალა მეძავთან სექსის დროს. ველესოს გვარი ბიულეტინებში დარჩა საარჩევნო კომისიის წევრების უყურადღებობის გამო, ხოლო ჩილეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა იმდენი ყურადღება დაუთმეს დეპუტატობის კანდიდატის გარდაცვალების მიზეზს, რომ ველესოს არჩევნების დღეს უკვე მთელი ქვეყანა იცნობდა. ჯამში მან გაიმარჯვა კიდეც არჩევნებში, მაგრამ საარჩევნო კომისიამ მისი კუთვნილი ხმები ბათილად ცნო გასაგები მიზეზების გამო.


2009 წელს დაიღუპა ცნობილი მსახიობი დევიდ კარადაინი ("მოკალით ბილი"). ის გარდაიცვლა ბანგკოკში-სიღარიბის და გარყვნილების ქალაქში. რაც არ უნდა უცნაური იყოს, კარადაინი სასტუმროს საკუთარ ნომერში მარტოდმარტო იპოვეს გარდაცვლილი. მისი სიკვდილის მიზეზი გახდა მასტურბაციის უცნაური ფორმა, რომლის დროსაც მსახიობი შემთხვევით გაიგუდა.


2010 წელს ბელგიაში დაიღუპა ცნობილი ბრიტანელი მრბოლელი რობერტ მორტიმერი. მისი სიკვდილის მიზეზი გახდა ორი მეძავი სადისტი ქალი-46 წლის ლუკრეცია და 37 წლის ჯუნო.. როგორც ჩანს, ისინი ზედმეტად შეიჭრნენ როლებში და ალერსის მეტად უხეში ფორმა გამოიყენეს, რომლის დროსაც მორტიმერი გარდაიცვალა.

1
154
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
154
  
2014, 5 ივნისი, 13:26
სანატრელი სიკვდილი :D
0 1 1