x
image
worldsport.ge
სუშიჩის რჩეულები

imageბოსნია-ჰერცოგოვინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საფეტ სუშიჩმა საბოლოო 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
სუშიჩმა თავდაპირველად 24 ფეხბურთელს უხმო და ერთადერთი უიღბლო ფეხბურთელი ბელგიური "გენტის" მცველი ერვინ ზუკანოვიჩი აღმოჩნდა.
მსოფლიო ჩემპიონატზე ბოსნია-ჰერცოგოვინა F ჯგუფში მოხვდა, სადაც არგენტინის, ირანის და ნიგერიის ეროვნულ ნაკრებებთან გაარკვევს ურთიერთობას.
საფეტ სუშიჩის რჩეულთა სია ასე გამოიყურება.
მეკარეები: ასმირ ბეგოვიჩი ("სტოკ სიტი", ინგლისი), იასმინ ფეიჟიჩი ("აალენი", გერმანია), ასმირ ავდუკიჩი ("ბორაცი", სერბეთი).
მცველები: ემირ სპახიჩი ("ლევერკუზენი", გერმანია), სეად კოლაშინაჩი ("შალკე", გერმანია), ერმინ ბიშაკჩიჩი ("ბრაუნშვაიგი", გერმანია), ოგნენ ვრანიეში ("ელაზიგსფორი", თურქეთი), ტონი სუნიჩი ("ზორია", უკრაინა), ავდია ვრსაევიჩი ("ჰაიდუკი", ხორვატია), მანსურ მუიჯა ("ფრაიბურგი", გერმანია).
ნახევარმცველები: ზვეზდან მისიმოვიჩი ("გუიჟუ", ჩინეთი), ჰარის მედუნიანი ("გაზიანთეფი", თურქეთი), მირალემ პიანიჩი ("რომა", იტალია), სეიად სალიჰოვიჩი ("ჰოფენჰაიმი", გერმანია), სენად ლულიჩი ("ლაციო", იტალია), იზეტ ჰაიროვიჩი ("გალათასარაი", თურქეთი), სენიად იბრიჩიჩი ("ერჯიესფორი", თურქეთი), ედინ ვისკა ("ისთანბული", თურქეთი), ტინო სუშიჩი ("ჰაიდუკი", ხორვატია), მუჰამედ ბეშიჩი ("ფერენცვაროში", უნგრეთი), ანელ ჰაჯიჩი ("შტურმი", ავსტრია).
თავდამსხმელები: ედინ ჯეკო ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი), ვედად იბიშევიჩი ("შტუტგარტი", გერმანია).


გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge

0
17
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0