x
image
t.x.
უკვალოდ გამქრალი ბავშვები და საიდუმლო სამარხი 800-მდე პატარის გვამით
image800-მდე ახალშობილის სხეული იპოვეს დამარხული ბეტონის რეზერვუარში იმ სახლის გვერდით, სადაც ადრე უქმრო ქალთა საცხოვრებელი იყო. აქ მკვდარ ახალშობილებს მარხავდნენ 36 წლის განმავლობაში. სახლი ირლანდიაში იყო, გოლუეის საგრაფოში. არსებობს ეჭვი, რომ აქ არის დამარხული 796 ბავშვის გვამი კუბოს და საფლავის კურთხევის გარეშე 1925 - დან 1961 წლამდე. არც ისე დიდი ხნის წინ ნაპოვნი ანგარიშების მიხედვით ბავშვების უმეტესობა შიმშილისგან გარდაცვლილა, ზოგი პნევმონიის, ტუბერკულიოზის და სხვადასხვა დაავადებების გამო. ისინი უბრალოდ, ერთ ორმოშია ჩაყრილი. არ გააჩნია არც დაფა, სადაც გვარი და სახელი იქნება აღნიშნული და არც არანაირი ნიშანი, რომ ამოცნობა მოხდეს. ეს ადგილი ახლა რაღაც შენობებითაა შემოსაზღვრული. ერთი იქ მცხოვრები ბიჭის ნათესავი უილიამ დოლანი ოფიციალურად მიმართავს პოლიციას და ითხოვს სიკვდილის დამადასტურებელ ცნობას, რასაც ვერ აძლევენ. ერთერთი გათვითცნობიერებული მოწმის ცნობით მხოლოდ 796 ჩანაწერი არსებობს, მაგრამ ზოგი უკვალოდაა დაკარგული.image

საფლავის არსებობა საერთოდ მივიწყებული ჰქონდათ. ის ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ქალმა ეკატერინე გორლესმა გაიხსენა და აცხადებს, რომ ხალხი დაინტერესებულია ამ ბავშვების ბედით და ეძებს მონაცემებს მათ შესახებ.

ჩანაწერების მიხედვით მარტოხელა დედამ ბრიჯიტ დოლანმა ორი ვაჟი გააჩინა, რომლებიც ამ ბავშვთა სახლში იზრდებოდნენ. ორივე ძმა გარდაიცვალა. ერთი ტიფისგან, მეორის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. მათი ნათესავი ეძებს მეორე ძმას და იმედოვნებს რომ ცოცხალია.

გარდაცვლილი პატარების ასაკი სამი კვირიდან 13 თვემდეა. საფლავს დიდი ცემენტის ფილა აფარია წარწერების გარეშე.


აქ მცხოვრები ზოგიერთი ბავშვი გადარჩა. ერთ-ერთი მათგანი გვიყვება, რომ პატარები საშინელ პირობებში ცხოვრობდნენ, ტანისამოსს რამდენიმე კვირაში ერთხელ იცვლიდნენ. საჭმელს საშინელი გემო ჰქონდა, მაგრამ შიმშილით სიკვდილს სჯობდა. მონაზვნები ძალიან იშვიათად ჰბანდნენ და ისიც ცივ წყალში, ამიტომ დღემდე ეჯავრება ისინი. image

2
625
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
625
  
2014, 3 ივნისი, 12:16
საშინელებაა:(
0 1 2