x
image
რუსუდან ბერიძე
პიტბულმა თავისი სიცოცხლის ფასად იხსნა ორი ქალის სიცოცხლე შხამიანი კობრასგან
image

ამერიკული ჯიშის პიტ-ბულტერიერმა "ჩივმა" იხსნა 87 წლის ვიქტორია და მისი შვილიშვილი მარია შხამიანი კობრასგან, რომელიც მათ სახლში სამზარეულის სარკმლიდან შემოძვრა.

ვიქტორია იმ დროს სავარძელში მოკალათებული ტელევიზორს უცქეროდა, როდესაც ჩივი უეცრად ადგილიდან მოწყდა ყეფით, თითქოს აფრთხილებდა მოხუცს მოსალოდნელ საფრთხეზე.ამ დროს მეორე ოთახიდან შეშინებული მარიაც აყვირდა, ვერ გაეგო რა ხდებოდა.როდესაც ეგონა საფრთხემ ჩაიარა და ოთახიდან გამოსვლა დააპირა, კარების ზღურბლზე საშინელი სურათი დაინახა:მისგან ორი მეტრის დაშორებით იყო პირდაღებული კობრა, შხამს აფრქვევდა და მზად იყო გოგონა დაეგესლა.

"გველი იდგა ჩემს წინ და ემზადებოდა სასიკვდილო ნახტომისთვის, მე მთელი ხმით შველას ვითხოვდი".


ამ დროს საოცარი სისწრაფით მათ შორის ჩადგა ჩივი და გველს გზა გადაუღობა როგორც დამცავმა ფარმა.მერე კბილებით დაწვდა და მთელი ძალით დაანარცხა კობრა იატაკზე, მაგრამ ამ დროს გველმა მაინც მოახერხა სასიკვდილოდ დაეგესლა ძაღლი.

რამდენიმე წუთი იფართხალა საწყალმა ჩივმა და შემდეგ უსულოდ დაეცა.

ოჯახმა მაშინვე ვეტექიმს მიმართა, მაგრამ უკვე არაფერი ეშველებოდა, რადგან ნაკბენი ძალიან ახლოს აღმოჩნდა ტვინთან და ძაღლი მალე გამოასალმა სიცოცხლეს.

ძაღლმა მხოლოდ 30 წუთი იცოცხლა, სიკვდილის წინ თვალები გაახილა, ჭკვიანი თვალებით გადახედა პატრონებს, კუდითაც მიელაქუცა და შემდეგ კონტროლი დაკარგა საკუთარ სხეულზე და სულიც განუტევა...









1
775
9-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
775
  
2018, 21 ივნისი, 2:40
არა რა.. საოცარი ცხოველია ძაღლი. რა მგელი რა კუ... ძაღლი არის იმენა სამყაროში საუკეთესო არსება
0 1 1