x
image
worldsport.ge
რონალდუს ფეხბურთის თამაში 40 წლამდე სურს

imageპორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელს კრიშტიანუ რონალდუს კარიერის გაგრძელება 40 წლამდე სურს თუ ამაში ხელს ჯანმრთელობა შეუწყობს. ამასთანავე, 29 წლის პორტუგალიელს არ დაუმალავს, რომ პელესთან და მარადონასთან გატოლება უნდა.
“ფეხბურთი მიყვარს, რადგან ეს ჩემი ცხოვრებაა. უფეხბურთოდ არ ვიცი რას გავაკეთებდი. სათამაშო კიდევ 7 თუ 8 წელიწადი დამრჩა. შესაძლოა, ცოტა უფრო მეტიც. თუ ფეხები საშუალებას მომცემს, მინდა 40 წლამდე ვითამაშო. იმედია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ფეხბურთის ისტორიის პირველ ფურცლებზე მარადონასთან და პელესთან ერთად მოვხვდები” - იუწყება რონალდუს სიტყვებს ბრიტანული გამოცემა Mirror-ი.
რონალდუმ, რომლის ხელფასიც “რეალში” არაოფიციალური მონაცემებით კვირაში 288 000 გირვანქაა, განაცხადა, რომ თავის საბანკო ანგარიშს თვალს არ ადევნებს:
“მე არ ვიცი რამდენი ფული მაქვს. კარიერის დასაწყისში ამას თვალს ვადევნებდი. მაშინ, ფული ჩემთვის და ოჯახისთვის მჭირდებოდა, რადგან ძალიან ღარიბი ვიყავი. შობაზე საჩუქრებსაც კი არ მჩუქნიდნენ”.



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
154
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0