კინო რატომ დაესხა თავს ბრედ პიტს უკრაინელი ჟურნალისტი ( + ფოტოები ) 2014, 29 მაისი, 19:29 "ძალადობრივი შეტაკება" - მოხდა ლოს ანჟელესში წითელ ხალიჩაზე გამართულ პრემიერას "Maleficent ",
სადაც მსხვერპლი თავად მსახიობი ბრედ პიტი გახლდათ.ცნობილი უკრაინელი სატელევიზიო გადაცემების ჟურნალისტი არა ერთხელ ყოფილა შემჩნეული ამგვარ ქმედებებში.ვიტალი სედიუკი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სასწრაფოდ დააკავეს "ძალადობრივი შეტაკების" კვალიფიკაციით.
ჟურნალისტი მოულოდნელად თავს დაესხა მსახიობს და სახეში მუშტი ჩაარტყა. სკანდალური ჟურნალისტი, რომელმაც კანის კინოფესტივალზეც ამგვარი ქმედებით გამოიჩინა თავი, როცა ის ჰოლივუდის ვარსკვლავს ამერიკე ფერერეს კაბის კალთაში შეუძვრა და მაშინაც ვერ ასცდა ავანტიურისტი დაპატიმრებას. ცნობისათვის, ვარსკვლავი ხუთ შვილთან ერთად საკუთარი მეუღლის ფილმის პრემიერას ესწრებოდა, რომელიც ცოტა მოშორებით ანჯელინა ჯოლისგან იდგა და ავტოგრაფებს აძლევდა გულშემატკივარს.ავანტიურისტი ჟურნალისტი განზრახ თავდასხმის მიზნით დააკავეს და ციხეში გადაიყვანეს, რომელსაც 20 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს გირაოს სახით. მომხდარზე კომენტარს აკეთებს თავად მსახიობი ანჯელინა ჯოლი და გულისტკივილით აცხადებს და "საშინელ ფაქტს" უწოდებს მომხდარს, რამდენადაც მისი შვილები პირველად ესწრებოდნენ პრემიერას და ეს უსიამოვნო ამბავი მაინც და მაინც მათი თანდასწრებით მოხდა. ეს ის ჟურნალისტია, რომელიც უილ სმიტს ლამის ხელში "შემოელახა" და კიდევ ეს სწორედ ისაა, რომელიც თებერვალში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე ლეონარდო დიკაპრიოს შარვალს ექაჩებოდა. 233 11-ს მოსწონს
|