სხვა ყველაზე არაორდინალური, საშინელი და შემზარავი თოჯინები 2014, 26 მაისი, 23:12 ყველა გოგონას უყვარს თოჯინებთან თამაში, ამიტომ ყოველწლიურად უამრავი ახალ-ახალი მოდელის თოჯინა გამოდის. მწარმოებლები კი სულ უფრო სრულყოფილ და ლამაზ მოდელებს იგონებენ, რომ მოიგონ პატარა გოგონების გული. თუმცა ყველა თოჯინას როდი შეუძლია დადებითი ემოციის გამოწვევა. თითქმის დაუჯერებელია, მაგრამ არსებობს თოჯინები, რომლებსაც არამარტო ბავშვებში, არამედ მოზრდილებში კი შეუძლიათ პანიკური შიში გამოიწვიონ. მოდით ვნახოთ რამოდენიმე მათგანი. 1959 წელს აშშ-ში გამოუშვეს თოჯინა "MARIBEL", რომლის კომპლექტში შედიოდა მისი კუთვნილი სამედიცინო მასალები: ყავარჯნები, თაბაშირის სახვევები, ბანდაჟი, წებოვანი ლეიკოპლასტირები. 1972 წელს გამოჩნდა თოჯინა "Mattel 16", მისი მარცხენა ხელის ზევით-ქვევით აწევ-დაწევის დროს თოჯინა უცნაურ მიმიკებს ღებულობდა. 1965 წელს კომპანიამ Hasbro შექმნა თოჯინის არაორდინალური დიზაინი, რომ მოეგო გოგონების გულები. ლამაზი და მდიდრული ბარბის მაგივრად მათ გამოუშვეს თოჯინა «No Name», რომელსაც ფაქტიურად მხოლოდ ჯვალოს ნაჭერი ეცვა და ხელსაც კი იწვდიდა სამათხოვროდ. თოჯინა-მოჩვენება სახელად "sesil" ვისაც გინდათ, ჟრუანტელს მოგვრის. მხატვარმა ის შექმნა საშინელებათა ფილმების ზეგავლენით. ეს საშინელი თოჯინები გამოდიოდა მოჩვენებების, ზომბების, მუმიების და ჩონჩხების სახით. რაოდენ უცნაური არ უნდა იყოს, თოჯინები სწრაფად დაიტაცეს მაღაზიების დახლებიდან. ისინი ძირითადად კოლექციონერებმა შეიძინეს. თოჯინების ზოგიერთ მწარმოებელს მიაჩნია, რომ ბარბი მოძველებული შეხედულებაა ქალურობაზე და რომ ახლანდელი გოგონები უპირატესობას უფრი ვაჟკაცურ, ძლიერ თოჯინებს ანიჭებენ. დიზაინერმა პივი პარკერმა შექმნა თოჯინა «Michonne», რომელიც ამორძალს მოგვაგონებს. ეს თოჯინა მოგვაგონებს ახალდაბადებულ დღენაკლულ ბავშვს სასუნთქი მილებითა და სამედიცინო პრეპარატებით. მისი მწარმოებლები თვლიან, რომ თოჯინა განკუთვნილია მშობლებისათვის, რომლებმაც დაკარგეს ახალდაბადებული ჩვილები და რომ ის მათ სიცარიელეს შეუვსებს. დამკრძალავი ბიუროს ყოფილმა თანამშრომელმა სიუზენ კუსტომ სამუშაოდან წამოსვლის შემდეგ აი ასეთი თოჯინების კეთება დაიწყო. ის მათ ძირითადად კოლექციონერებზე ყიდის. არაორდინალური და საშინელი თოჯინების კოლექციონერებს, აგრეთვე ალფრედ ჰიჩკოკის თაყვანისმცემლებს ძალიან გაეხარდათ ამ თოჯინის გამოსვლა. ის წარმოადგენს პერსონაჟს საკულტო ფილმიდან "ფსიხო", რომელიც 1960 წელს გამოვიდა ეკრანებზე. ეს თოჯინა სხვა არაფერია, თუ არა ცდა ფეხი აუწყონ ახალგაზრდულ ჰარორ-მოდას. მართლაც არასასიამოვნო შესახედავია, არა? ვამპირული საგის "ბინდის" თაყვანისმცემლებს ალბათ გაახარებს ის ფაქტი, რომ მათ უკვე შეუძლიათ შეიძინონ აი ასეთი თოჯინა-ვამპირი, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ის არც ისე იაფი-650 დოლარი ღირს. 543 10-ს მოსწონს
|