x
image
worldsport.ge
რევიშვილი: “ნაკრებს ვიზის უქონლობის გამო ვერ წავყევი”

imageგეცოდინებათ, ნუკრი რევიშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ესპანეთში ვერ გაჰყვა. მის ნაცვლად, სიაში ცხინვალის “სპარტაკის” მეკარე გიორგი ნადირაძე გამოიძახეს, რომელიც 21-წლამდელთა ნაკრების მეკარეა და ეროვნულში აქამდე არასოდეს უთამაშია.
“მსოფლიო სპორტმა” რევიშვილს ესპანეთში ვერწასვლის მიზეზი ჰკითხა:
“ვიზა ვერ გამიკეთეს და ამის გამო საქართველოში მომიწია დარჩენა. მალტაზე სამთვენახევრიანი ვიზა მქონდა, რომელსაც ვადა გაუვიდა. სხვა ფეხბურთელების პასპორტებთან ერთად ჩააბარეს ჩემიც და არ ვიცი, რატომ ვერ მოხერხდა ვიზის აღება. შვეიცარიის საკონსულომ უარი განაცხადა. ამდენად, ვიზის გარეშე ვერ წავიდოდი”.
სამწუხაროდ, ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა ვიზის უქონლობის გამო, ნაკრებს ფეხბურთელები აკლდებიან.
რაც შეეხება ნუკრის მომავალი კლუბის საკითხს, ამაზე სიახლე ჯერ არაფერია. დიდი ალბათობით, რევიშვილი რუსეთის ერთ-ერთ კლუბში გააგრძელებს კარიერას.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0