ნამცხვრები უგემრიელესი ალუბლის ტორტი გამოცხობის გარეშე (მაშას რეცეპტებიდან) 2014, 21 მაისი, 23:13
ძვირფასი მაშა ისევ თქვენთანაა და ამჟამად გადაწყვიტა მეტად უცნაური, იმიტომ რომ გამოცხობაც არ ჭირდება, მაგრამ უგემრიელესი და ნაკლებად კალორიული(მხოლოდ 300კალ)ალუბლის ულამაზესი ტორტით გაგანებივროთ.ამისთვის კი დაგჭირდებათ
შემდეგი ინგრედიენტები: –150 გრ. ბისკვიტის ორცხობილა ან ნამცხვარი"პეჩენია" –125 გრ.ნაღების კარაქი –300გრ.ხაჭო –150გრ.იოგურტი –100გრ.ნაღები –2 ს.კ.ლიმონის წვენი –1 შეკვრა ჟელატინი-10გრ. –50გრ.შაქარი(ვისაც მეტად ტკბილი უყვარს შეიძლება 100გრამიც გამოიყენოს) –ვანილი –ალუბლის ჟელე –ცოცხალი ალუბალი 300-400გრ მ ო მ ზ ა დ ე ბ ა: ორცხობილა(პეჩენია) დავაქუცმაცოთ ბლენდერში ძალიან წვრილად. კარაქი გავადნოთ და ავურიოთ ამ მასაში.26 სმ.დიამეტრის ყალიბის ძირში დავაფინოთ ნამცხვრის ქაღალდი, დავდოთ მიღებული მასა და თანაბრად გავასწოროთ ხელით კარგად. შევდგათ მაცივარში ნახევარი საათი გასაცივებლად. ჯელატინი ჩავყაროთ 100გრ.ნაღებში და გავაჩეროთ რომ კარგად გაჯირჯვდეს.20-30 წუთის შემდეგ შევდგათ ორთქლის აბაზანაზე და თან ვურიოთ რომ კარგად გადნეს, არ უნდა ავადუღოთ.გადმოვდგათ და შევაგრილოთ. ხაჭო გავატაროთ საცერში, შევურიოთ იოგურტს, დავამატოთ ლიმონის წვენი და ვანილი, მოვურიოთ კარგად და შევურიოთ ჟელატინიან მასას. მიღებული კრემი გადავუსვათ პირვანდელ ფენას და შევდგათ ისევ მაცივარში 2 საათი გასაცივებლად. შემდეგ თავზე მოვაწყოთ ცოცხალი დაკურკული ალუბალი და მოვასხათ თბილი ალუბლის ჟელე, რომელიც შეგვიძლია თავადაც მოვამზადოთ ალუბლის წვენითა და ჟელატინით ანალოგიური მეთოდით ან შევიძინოთ გამზადებული და ცოტა შევათბოთ რომ კარგად მოესხას. გამზადებული ტორტი შევდგათ მაცივარში სრულად გაცივებამდე.შემდეგ კი გამოიტანეთ, ამოიღეთ ყალიბიდან, გადაიტანეთ სინზე, დაჭერით ლამაზად და... მიირთვით გემრიელად! დიდი სიყვარულით თქვენი მაშა! 213 4-ს მოსწონს
|