სხვა კრეატიული რეკლამა ჟურნალის გადაშლილ ფურცლებზე 2014, 21 მაისი, 14:21 რეკლამის ოსტატების არასტანდარტული გადაწყვეტილებები საშუალებას იძლევა შეიქმნას შთამბეჭდავი და ეფექტური სარეკლამო განცხადებები, რომლებიც აუცილებლად მიიზიდავენ მყიდველის ყურადღებას. გთავაზობთ საინტერესო რეკლამების კრებულს, რომლებიც ჟურნალების გადაშლილ გვერდებზეა წარმოდგენილი.
საღეჭი რეზინა Arcor ყველაზე დიდ და ლამაზ ბუშტებს გვპირდება. საფოსტო კომპანიის რეკლამა, რომელიც აქცენტს გზავნილების სწრაფ მიტანაზე აკეთებს. დიზაინერმა გამოიყენა გამჭვირვალე ფურცელი მასზე გამოსახული ამანათით, რათა წარმოედგინა ადრესატამდე გზავნილის მიტანის სიმარტივე და სისწრაფე. "ერთად უკეთესია"-ეს კომპანია “Smuckers"-ის რეკლამაა, რომელიც ახდენს დემონსტრირებას, რომ არაქისის კარაქი და ჯემი ისევე განუყრელია ერთმანეთისაგან, როგორც "სეზამის ქუჩის" პერსონაჟები: ბერტი და ერნი. სუპერთხელი ნოუთბუქის MacBook-ის რეკლამა საშუალებას გვაძლევს შევიგრძნოთ, როგორი იქნება ეს ნოუთბუქი ჩვენს მუხლებზე დადებული. დამედიცინო დაზღვევის რეკლამა: "შემთხვევით დოლარიანი დაგეხათ?- საშიში არაფერია. კომპანია SulAmerica არ მისცემს სამედიცინო ანგარიშებს თქვენი გაკოტრების საშუალებას". ავეჯის კომპანიის რეკლამა წარმოგვიდგენს ბავშვების გასაშლელ ავეჯს. რა კარგი იქნებოდა, მართლაც რომ ასე იოლი იყოს მუცლის პრესის დამუშავება მხოლოდ ჟურნალის გადაშლით. ეს კი მშვენიერი წამწამებია კომპანია Clinique-ისაგან. სოლარიუმის ორიგინალური რეკლამა- თავდაპირველად თქვენ ხედავთ შავ-თეთრ გვერდს წარწერით: "შეხედეთ ამ ფურცელს, რომელიც მზისკენაა მიმართული. მზის სხივების გავლენით ყაყაჩოების მინდორი წითელი ხდება, ხოლო ცა -ცისფერი. ახლა ხომ ხვდებით, რა სარგებლობა მოაქვს მზეს." ეს მხოლოდ ნამზეურის კრემის რეკლამა არაა. პრიალა ფურცლებიდან არეკლილი მზის სხივები ამ კრემით მაქსიმალურ სარგებლობას გპირდებათ. ასეთ სამზარეულოს დანაზე ყველა მზარეული იოცნებებდა: ნებისმიერ პროდუქტს ის ორ თანაბარ ნაწილად ჭრის. Kotex-ის რეკლამა: მშრალი ფურცელი ახდენს ამ პროდუქციის იდეალური აბსორბირების უნარის სიმბოლიზირებას. "მოკიდე საჭეს ხელი"-ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. რეკლამა ფეხების სადეპილაციო სანთლის აპლიკატორებისათვის. კარგი სამართებელი საშულებას მოგცემთ იდეალურად გაიპარსოთ ყველაზე ძნელადმისადგომი ადგილებიც კი. თქვენი ცხოვრება შეიძლება წამებში შეიცვალოს-ამტკიცებს ეს რეკლამა. "ბორცვების მეფე"-ავტომობილ Subaru Forester-ის რეკლამა. ამ სოციალური რეკლამის შემქნელებს კი უნდათ თქვენი ყურადღება მიიქციონ დღესდღეობით ჯერ კიდევ არსებული მონობის პრობლემისაკენ. ეს კი პიცის რეკლამაა: "ის ისეთი ცხელია, რომ ქაღალდიც კი დაწვა". Audi-ის რეკლამა:" თქვენ შეგიძლიათ საჭე ისე გეჭიროთ, როგორც კვერცხი, ბურთი ან ღრუბელი-ნებისმიერ შემთხვევაში ის თქვენი კონტროლის ქვეშ იქნება". მამაკაცის ქვედა საცვლის რეკლამა. მწერების საწინააღმდეგო საშუალების საკმაოდ დამაჯერებელი რეკლამა. 177 10-ს მოსწონს
|