x
image
t.x.
პირისპირ საშინელებასთან, როცა შიშისგან ძარღვებში სისხლი გეყინება
imageმაძებარისა და მკვლევარისათვის საშიში ბევრი არაფერია დედამიწაზე, რადგან ყოველ წუთს შეიძლება რამე ხიფათს გადააწყდეს, მაგრამ მათაც აქვთ შემთხვევები, როცა შიშისგან ძარღვებში სისხლი ეყინებათ.

უშიშარი ჯერემი უეიდი ცხოვრებაში ყველაზე დიდ საშინელებას გადააწყდა. ეს საშინელება კი 200 ფუნტიანი სიკდილისმომგვრელი ანაკონდაა. ბრიტანელი მკვლევარი გაჰყვა მდინარე ამაზონზე ეკიპაჟს, რომელიც ტროპიკულ ტყეებში ადამიანების სიკვდილს იძიებდა. დრამატული შეხვედრა, რომლის ტრანსლირებაც ხდებოდა ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში, მტკნარ წყლებში შედგა. 58 წლის ჯერემი წყალში მთვლემარე უშველებელ ანაკონდას გადააწყდა. მან ის ის იყო წამოიყვირა: –"ერთი შეხედეთ, ნამდვილი კაციჭამიაა" და მისი აღჭურვილობა კაციჭამიამ გადაყლაპა. image

მას ძალიან აინტერესებდა რომელ არსებას შეეძლო ასე მოეკლა ადამიანი, რომელსაც ეკიპაჟი ეძებდა. გვამი კი სხეულზე უამრავი ჩალურჯებებით და წვრილ-წვრილად დამტვრეული ძვლებით იპოვეს.

ჯერემი თავის ნარკვევში ასევე აღნიშნავს, რომ ლოს-ანჟელესიდან 1500 მილის რადიუსში მდინარეებში უკვალოდ ქრებიან ადამიანები. ამ საშინელებასთან პირისპირ შეხვედრისას მას უკვე ეჭვი აღარ შეჰპარვია სად იკარგებიან ადამიანები. image


ანაკონდა ყველაზე დიდი გველია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. არსებობს ერთ-ერთი პოპულარული არხი "პლანეტის ცხოველები", რომელზეც ჯერემი უეიდს მიჰყავს ჩანართი "მდინარის მონსტრები". იმისათვის, რომ სასურველი კადრები და ჩანაწერები მოიპოვოს, ჯერემი მოგზაურობს მთელს მსოფლიოში და არ ერიდება პლანეტის ყველაზე ბნელ და საშიშ ადგილებსაც კი. image

უეიდი ჯერ კიდევ პატარა ბავშვი იყო, როცა უშიშრად დაცურავდა და თავგადასავლებს ეძებდა. მან დაწერა სტატია თავისი მოგზაურობისას შეხვედრილ მსხვილ თევზებზე. ეს სტატია ხელში მოხვდა გადაცემის პროდიუსერს და მას შემდეგ დაიწყო მუშაობა ამ არხზე ინგლისში.

უეიდი გვიყვება, რომ ის შეხვედრია ძალიან ბევრ თევზს, რომლის შესახებ არც კი გვსმენია და მტკნარი წყლის თევზების უმეტესობა საშინლად მახინჯები არიან. imageimage

0
345
8-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
345
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0