ნამცხვრები უგემრიელესი კექსი–ცოცხალი მარწყვით.(მაშას რეცეპტებიდან) 2014, 20 მაისი, 17:42 ![]() –ნაღების კარაქი-220გრ. –შაქარი–2 ჭიქა –კვერცხი–3ცალი –1 ლიმონის ცედრა(გახეხილი ლიმონის ქერქი) –3სუფრის კოვზი ლიმონის წვენი –2, 5 ჭიქა–პურის ფქვილი –1მწიკვი მარილი –1/2ჩ.კ.სოდა –225გრ.იოგურტი(ან მაწონი) –1/3 ჭიქა-რძე –1 შეკვრა ვანილი –350გრ.ცოცხალი მარწყვი მომზადების წესი: ღუმელი გავახუროთ 160 გრადუს ტემპერატურაზე. ერთ თასზე ავურიოთ:2ჭ.ფქვილი, სოდა, მარილი და ლიმონის ცედრა.მიქსერის თასზე კი ავთქვიფოთ ოთახის თემპერატურაზე შერბილებული კარაქი და შაქარი, ვიდრე ჰაეროვან მასას არ მივიღებთ.დავამატოთ ლიმონის წვენი, ვანილი და სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხი.თანდათანობით დავამატოთ იოგურტი, რძე და შერეული ფქვილიანი მასა. ცალკე ჯამზე დავჭრათ მარწყვი, რომელსაც ავურევთ დარჩენილ ფქვილთან ერთად.შევურიიოთ ეს მარწყვი ძირითად მასას და ავურიოთ კარგად. ფორმას გამოვუსვათ კარაქი, ჩავასხათ მიღებული მასა და ვაცხოთ 1 საათი.შემდეგ გამოვიღოთ, ვაცალოთ გაგრილება და ისე ამოვიღოთ ყალიბიდან. გაცივების შემდეგ მოაყარეთ შაქრის პუდრა, დაჭერით ლამაზად და... ![]() მიირთვით გემრიელად! თქვენი მაშა! 204 3-ს მოსწონს
|