სიახლეები რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის სენსაციური განცხადება:შეიქმნა შიდსის ვაქცინა 2014, 18 მაისი, 15:36 რუსეთში შეიმუშავეს უნიკალური ვაქცინა, რომელიც შეაჩერებს შიდსით დაავადების რისკს და წამალი, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებებს შეებრძოლება. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა ვერონიკა სკვორცოვამ 16 მაისს გამართულ პრეზიდიუმის საბჭოს სხდომაზე, რომელიც ეკონომიკის მოდერნიზაციის საკითხებს ეძღვნებოდა. "დღეისთვის მიმდინარეობს რამდენიმე უნიკალური სამამულო წარმოების ვაქცინის რეგისტრაცია, მათ შორის სამი აივ-ინფექციის საწინააღმდეგოა"-განაცხადა მინისტრმა. ამასთანავე დასძინა, რომ რეგისტაციაში გატარებულ წამლებს შორის არის ისეთი პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ "სიგნალური მოლეკულების" მეშვეობით და აქვთ "მრავალმხრივი სისტემური ანთების საწინააღმდეგო და ანტიონკოლოგიური ეფექტი". უნიკალური აივ-ინფექციის ვაქცინა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ცხოველებზე იქნა გამოცდილი. პრეპარატი 11 სახეობის ცხოველზე იქნა ტესტირებული და მიღებული იქნა არაჩვეულებრივი შედეგი, ისინი არა მარტო ცოცხლები დარჩნენ, არამედ სრულიად გამოჯანმრთელდნენ. მეტიც, ვაქცინამ გადაარჩინა თაგვი, რომელსაც ღორის გრიპის სასიკვდილო დოზა შეუყვანეს. რეგისტრაციის შემდგომ პრეპარატს სერიოზული კონკურენტი ეყოლება. აივ-ინფექციის ვაქცინის შექმნის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ განაცხადეს ამერიკელმა მეცნიერებმა. ამერიკული წამალი-სასწაული სახელად "DRACO" წარმატებით უმკლავდება გრიპს, პოლიომიელიტს, ციებ-ცხელებას, ნაწლავურ ინფექციებს, წითელას, ჰერპესს, ცოფს და შიდსაც კი.პროგნოზის მიხედვით პრეპარატი უახლოეს რამდენიმე წელიწადში უნდა გამოჩნდეს ბაზარზე. პრეპარატის უნიკალურობა შემდეგში მდგომარეობს:"როდესაც ვირუსი ორგანიზმში ხვდება, ის აიძულებს უჯრედებს დაავადებული ასლები გაამრავლოს, ხოლო ჩვენი ვაქცინის შეშვების შემდეგ დაავადებული უჯრედები თვითმკვლეობას განახორციელებენ"-განაცხადა პრეპარატის შემქმნელმა მაიკლ რაიდერმა. 185 4-ს მოსწონს
|