x
image
მანჩო 777
იცით თუ არა, რომ..ანუ საინტერესო ფაქტები ყველაფრის შესახებ

თავდაპირველად ჰარისა და ლოიდის როლებზე ფილმში "სულელი და კიდევ უფრო სულელი" მიწვეული იყვნენ ნიკოლას ქეიჯი და ჰარი ოლდმანი.


image



1995 წელს ასეთი შემთხვევა მოხდა: ერთმა ვაი-მძარცველმა მანამ, სანამ ბანკის დასაყაჩაღებლად შევიდოდა, სახეზე ლიმონის წვენი წაისვა. ის დარწმუნებული იყო, რომ რახან ლიმონის წვენი აუფერულებს მელნის კვალს ქაღალდზე, ამიტომ წვენი მის სახეს კამერებისათვის უჩინარს გახდიდა.

image




ის ცხოველებიც კი, რომლებიც ბალახისმჭამელებადაა მიჩნეული, ხანდახან ხორცს მიირთმევენ. ასე მაგალითად, ძროხები ჭამენ თაგვებს, ირმები-ბაჭიებს და ჩიტებს .


image



ამერიკელმა სამხედროებმა ოკეანეში 26 სხვადასხვა ადგილას ჩუმად ჩაყარეს 29 000 ტონა ნერვოპარალიზებური მოქმედების მომწამვლელი ნივთიერება იპრიტი. ეს შენელებული მოქმედების ბომბები ადრე თუ გვიან ამოქმედდება.


image



1967 წელს რუმინეთის მმართველმა ჩაუშესკუმ აკრძალა აბორტები და კონტრაცეფცია, რის შედეგადაც ქვეყანაში დაიწყო ეგრეთწოდებული "Baby Boom
"-ი. საბოლოოდ სწორედ ამ პერიოდში დაბადებულმა ადამიანებმა მოუწყვეს ჩაუშესკუს 1989 წელს რევოლუცია, ჩამოართვეს მას ხელისუფლება და სიკვდილით დასაჯეს.


image



კენიელი ფერმერები იყენებენ სპილოების განსაკუთრებულ შიშს ფუტკრების მიმართ და აგებენ ეგრეთწოდებულ "ფუტკრის ღობეებს", რათა ნათესები დაიცვან სპილობის გადათქერვისაგან.


image




მას შემდეგ, რაც 1986 წელს ლიბანში მოკლეს ერთ-ერთი საბჭოთა მძევალი, КГБ-ს აგენტებმა ტერორისტების მეთაურის ხიზბოლას ძმისშვილი დაასაჭურისეს და მოკვეთილი ორგანოები გამტაცებლებს გაუგზავნეს, თან გააყოლეს საბჭოთა სპეცსამსახურებისათვის ცნობილი ხიზბოლას სხვა ნათესავების გრძელი სია. ტერორისტებმა დანარჩენი მძევლები დაუყონებლივ გაათავისუფლეს.


image



თავდაპირველად მეხანძრეებს ხელფასს არ უხდიდნენ. სამაგიეროდ, მათ უფლება ჰქონდათ ცეცხლწაკიდებული სახლიდან გამოტანილი ნივთები მიეთვისებინათ. მეხანძრებს შეეძლოთ ეს ნივთები გაეყიდათ ან თავისთვის დაეტოვებინათ.


image



დელფინებს და ვეშაპებს ძალიან მოსწონთ ერთად თამაში:დელფინი წვება ვეშაპის თავზე, ვეშაპი ცხვირს ზევით სწევს და წარმოიქმნება სასრიალოს მაგვარი დაღმართი. დელფინი ვეშაპის ზურგიდან ისე ჩამოსრიალდება წყალში, როგორც პატარა ბავშვი აკვაპარკში თამაშის დროს.


image



სამხრეთ აფრიკელი ალისონ ბოტა სიკვდილს გადაურჩა მას შემდეგ, რაც ბანდიტებმა ის გააუპატიურეს, გაუფატრეს მუცელი (ისე, რომ ნაწლავები გარეთ იყო გადმოყრილი), და რამდენიმე ადგილას გამოჭრეს ყელი.


image




როცა "ტიტანიკმა" ჩაძირვა დაიწყო, ვიღაცამ კარი გაუღო გალიაში დამწყვდეულ ძაღლებს და დაქანებულ გემბანზე სიურეალისტური სურათი წარმოიშვა: გაავებული ძაღლები ზევით-ქვევით დარბოდნენ გადახრილ გემბანზე.


image




ოქსფორდის უნივერსიტეტი აცტეკების ცივილიზაციაზე უფრი დიდი ხნისააა. ის დაარსდა 1249 წელს, ხოლო აცტეკების ქალაქი-სახელმწიფო ტენოჩტიტლანი-1325 წელს.


image



ამერიკის ჯორჯიის შტატის ერთ-ერთმა დაკრძალავმა ბიურომ კლიენტებს მიცვალებულის დაკრძალვის ასეთი ალტერნატიული ხერხი შესთავაზა: გვამს წვავენ, ფერფლს ურევენ ცემენტში და ყრიან ოკეანის ფსკერზე, რის შედეგადაც წარმოიშობა ხელოვნური რიფი.


image



ზოგიერთ ცხელ ქვეყანაში იზრდება ხილის ხე, რომლის ნაყოფი აბსოლუტურად შავი ფერისაა. მისი გემო წააგავს შოკოლადის პუდინგის გემოს, რბილობი საერთოდ არ შეიცავს ცხიმს, ხოლო ვიტამინი ცე მასში ოთხჯერ მეტია, ვიდრე ფორთოხალში.


image

8
222
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
222
  
2014, 17 მაისი, 18:45
იმედი არ მოგიშალოთ ღმერთმა :)
2014, 17 მაისი, 18:42
იმედს ვიტოვებ რომ არასწორი იქნება ეგ ამბავი :D
2014, 17 მაისი, 18:41
სავარაუდოდ მეორე მსოფლიო ომის დროს, რადგან ორივეგან ძველი შავთეთრი სურათები იდო
2014, 17 მაისი, 18:39
წელი არ ეწერა რომელ წელს ჩაყარეს?
2014, 17 მაისი, 18:38
მეც ეჭვი მეპარება მაგ ფაქტის სიმართლეში, არადა ორ სხვადასხვა წყაროში ვნახე.
2014, 17 მაისი, 18:37
მშვენიერია მაგრამ ამერიკელების შემდეგ რაც წერია ვეღარ ვხედავ ისე ავნერვიულდი :)
2014, 17 მაისი, 17:58
როგორც ყოველთვის, დიდებული სტატიაა
0 1 8