x
image
ციცი
Mediator image
გიორგი გაბუნიას გამონათქვამები
image
მუსიკალურ ტელეპროექტ "X ფაქტორის" ჟიურის წევრი, ჟურნალისტი გიორგი გაბუნია განსაკუთრებული ცინიკური გამონათქვამებით გამოირჩევა. გიორგი არ ერიდება კონკურსანტების კრიტიკას და ცინიზმს, რაც რა თქმა უნდა კონკურსანტებს ძალიან აღიზიანებთ, თუმცა მას ამ გამონათქვამების წყალობით უამრავი ფანი გაუჩნდა, განსაკუთრებით კი სუსტი სქესის წარმომადგენლები მოიხიბლნენ გიორგი გაბუნიას პერსონით. საზოგადოების ნაწილი კი ლანძღავს მას. ალბათ გახსოვთ ერთ-ერთი დამცირებული კონკურსანტი, რომელიც გიორგის ცემითაც კი დაემუქრა. გიორგიმ აღნიშნა, თუ რატომ იყენებს იგი კონკურსანტებთან ასეთ შედარებებს:

"უბრალოდ მინდა კონკურსანტი ზუსტად მივახვედრო, რა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და არ შევალამაზო ის სიმართლე, რასაც ვიღებ მათგან. ამიტომაც ვიყენებ ხოლმე ასეთ შედარებებას."

სოციალური ქსელ "ფეისბუქზე" უამრავი გვერდი შეიქმნა გიორგი გაბუნიას გამონათქვამების.

გთავაზობთ მის ზოგიერთ გამონათქვამს:


"შენ ხარ ძლიერმოქმედი წამალივით პატარა, მაგრამ ძალიან ეფექტური სტეფანემაც კი აიქნია თმა."

" შენ Justin timberlake-ვით მღეროდი, მაგრამ დათვივით მოძრაობდი."

"მე დიდი სიამოვნებით ჩავიწერდი თქვენს სიმღერას და დავიყენებდი ტელეფონზე მაღვიძარად, რადგან თქვენი სიმღერა ისე გამაღვიძებს, რომ სამი დღე აღარ დამეძინება ხოლმე."

"იმ მწყერს გავხარ, რომელიც ვერასოდეს ვერ დაჯდება ხეზე."

"შენ ხმა გეპარებოდა, თუმცა არ ვიცი საიდან."

"შენ სახლში ხშირად მღერი ხოლმე? საწყალი შენი მეზობლები."

"დეციბელებში რომ იზომებოდეს ვოკალის ხარისხი, ვეშაპი იქნებოდა ყველაზე კარგი მომღერალი, კილომეტრებზე ისმის ისეთი ძლიერი ხმა გაქვს."

"დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ შენ იტანჯებოდი როდესაც მღეროდი, თითქოს ზომბებით იყავი გარშემორტყმული."

"მე გირჩევ, რომ არასოდეს არ გათალო ფანქარი ნაჯახით."

"ცოტა არეული ლოგინივით დასალაგებელი იყო თქვენი ნამღერი."

"ეს ქამარზე მერსედესის ნიშანი გაქვს? მე შენ მაგონებ ნაავარიევ მერსედესს, დანჯღრეულ მერსედესს. მე ვფიქრობ, რომ მერსედესს დანჯღრეულობა არ უხდება, ამიტომ გეუბნები არას."

"წადით და იმ პლანეტაზე იმღერეთ ერთად… კიდევ კარგი, რომ ემი უაინჰაუსი მკვდარია და არ მოისმინა ეს ნამღერი, თორემ მოკვდებოდა. თავიდან რომ შემოხვედით, ისეთი მხიარული იმიჯი გქონდათ და მერე ისეთი ინტერპრეტაცია გაუკეთეთ ამ სიმღერას, რომ გულწრფელად თანაგიგძნობთ. ისე წიოდით, თითქოს ვიღაცა გახრჩობდათ."

"X ფაქტორი არ ვიცი, მაგრამ სექს ფაქტორი ნამდვილად გაქვს."

"ვენახში ამოსულ კიტრს გავხარ."

"ლედი გაგა მკვდარი რომ იყოს, ვიტყოდი საფლავში ბრუნავს-მეთქი".

"დაბოლილი კი არა, შებოლილი ხარ."

"ცუდად მოხარშულ კვერცხს მაგონებ."

"შენ მემგონი შარვალი გიჭერს."

image
image

imageimage
imageimage
imageimage

image

image


0
284
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
284
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0