x
image
worldsport.ge
დემეტრაძის რეკორდი ბრაზილიელმა გააუმჯობესა

imageდონეცკის “მეტალურგის” ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჟუნიორ მორაეშმა ქართველი ფეხბურთელის გიორგი დემეტრაძის რეკორდი გააუმჯობესა.
2003-2004 წლების სეზონში, უკრაინის ჩემპიონატში დემეტრაძემ “მეტალურგის” მაისურით მეტოქეთა კარი 18-ჯერ აიღო და 10 წლის განმავლობაში, ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით დონეცკელთა საუკეთესო ბომბარდირი იყო.
უკრაინის პრემიერლიგის განვლილ ტურში მორაეშმა ზაპოროჟიეს “მეტალურგთან” დუბლი შეასრულა და თავი 19 გოლს მოუყარა. თუმცა, ქართველი დღემდე დონეცკელთა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად რჩება – 84 მატჩში 34 გოლი.



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
547
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
547
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0