x
image
ციცი
Mediator image
ნინი და ქრისტინე კონჩიტას იმიჯით და ია ფარულავას მიერ გამოქვეყნებული "კონჩიტას მკრეხელური ხატი"(+კონჩიტას ფოტოები)
image
"ევროვიზია 2014" დიდი ხმაურით დასრულდა, რადგან ამ კონკურსზე გამარჯვება წილად ხვდა არასტანდარტული გარეგნობის მქონე ავსტრიელს, 25 წლის კონჩიტა ვურტიას.

ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოყვა საქართველოში. ცნობილი ვარსკვლავები სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საშუალებით თავის დამოკიდებულებას სხვადასხვაგვარად გამოხატავენ ამ უცნაური არსების მიმართ. არავის არ აქვს აქცენტი გაკეთებული ავსტრიელის ევროვიზიაზე გამოსვლასა და ნამღერზე, ძირითადად მისი არასტანდარტული გარეგნობის გამო ხდება მისი დაცინვა და კრიტიკა.

ნინი ბადურაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ატვირთა მისი და ქრისტინეს გაშარჟებული ფოტო ასეთი წარწერით:

"მომავალ წელს ჩვენი დუეტი მიდის "ეუროვისიონზე" და თქვენი ხმა არ გავიგო!"


image

მსახიობ და ტელეწამყვან ია ფარულავას მიერ გამოქვეყნებულმა კონჩიტას გაშარჟებულმა მკრეხელურმა ფოტომ განსაკუთრებით დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ფოტოს ასეთი წარწერა გაუკეთა:

"თან მომწონს თან მაღიზიანებს ეს კონჩიტა და რა ვქნა??? მეგობრებო, დამშვიდდით... მართლმადიდებლური კანონიკა არ აღიარებს ამდაგვარ გამოხატვას... ასე რომ გინდა კონჩიტა ჩასვან და გინდა პუტინი... ეს მას მერე დავამატე რაც ჯურღმულიდან მაჯლაჯუნები შემომესია..."

image

კომენტარებში ხალხი აღშფოთებას გამოხატავს ამ ფოტოს გამო, ია ფარულავას ფოტოს წაშლასაც კი სთხოვენ. ამის პასუხად კი მან ასე დაამშვიდა საზოგადოება:

"საყვარელია არ მალავს თავის იდენტობას... რაც შეეხება ამ ფოტოს რელიგიურ ექსტაზში მყოფნო ადამიანებო, ეს არის მექსიკური ვარიანტი ქრისტესი და ჩვენთვის ეს ისედაც მიუღებელი უნდა იყოს... ახლა კი დამშვიდდით და არ დავინახო სხვა მართლმადიდებლური რეაქციები !!!!!!"

ახლა კი გთავაზობთ კონჩიტას ფოტოებს:

imageimageimageimageimageimageimageimage

1
1127
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1127
  
2014, 14 მაისი, 10:42
ვაი
0 1 1