x
image
worldsport.ge
ინიესტა მარტინოს აქებს

imageკატალონიის "ბარსელონას" შემტევი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა მიიჩნევს, რომ ხერარდო მარტონო კლუბისთვის საუკეთესო მწვრთნელია.
"ჩემთვის, მარტინო ამჟამად საუკეთესეოა. მოხარული ვიქნები თუ იგი ჩვენთან დიდ ხანს დარჩება და ყველას აჩვენებს თუ რისი გაკეთება შეუძლია. რა თქმა უნდა, კლუბში პირველი წელი ყველასთვის რთულია. სეზონის განმავლობაში ვხედავდი თუ როგორი მონდომებით მუშაობდა და მას ჩვენი შესაძლებლობების სჯერა." _ განუცხადა Diario Ole-ს ინიესტამ.
შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკეს ხერარდო მარტინოს შემცვლელად მოიაზრებენ. ცოტა ხნის წინ არგენტინელი სპეციალისტი ხერარდ პიკემაც შეაქო. როგორც ჩანს, ფეხბურთელები მწვრთნელს გვერდში უდგანან. თუ რას გადაწყვეტს მწვრთნელთან დაკავშირებით "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ამას მალე გავიგებთ.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0