"ვესტ ჰემის" თავდამსხმელი ენდი კეროლი იმედოვნებს, რომ ყოფილ კლუბს დაეხმარება და “მანჩესტერ სიტის" გოლს გაუტანს. ინგლისელი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ "ლივერპული" ჩემპიონობას იმსახურებს.
"ვიმედოვნებ, რომ "ლივერპული" ჩემპიონი გახდება და ყველაფერს გავაკეთებ რომ "ეტიჰადზე" "სიტი" დავამარცხოთ. ჯერ კიდევ მყავს მეგობრები ლივერპულში. სიმართლე გითხრათ, სტივენ ჯერარდი ტიტულს იმსახურებს, რადგან კლუბში ამდენი ხანი მოღვაწეობს. მათ დიდებული გულშემატკივრები ჰყავთ და შესანიშნავ ფორმაში არიან." _ განაცხადა კეროლმა.
როგორც ჩანს, ინგლისელ ფეხბურთელს გულში წყენა არ ჩაუდია. გასულ წელიწადს ბრენდან როჯერსმა ჩათვალა, რომ კეროლი მის გეგმებში არ შედიოდა და ფეხბურთელი "ვესტ ჰემში" 17.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ გაყიდეს.
“მანჩესტერ სიტი” – “ვესტ ჰემის” და “ლივერპული” – “ნიუკასლის” მატჩები დღეს, თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge