საქართველო ივანიშვილი: სააკაშვილს ჰკითხეთ, ვის ფულს ხარჯავს?! 2012, 11 მაისი, 17:10 რაც უფრო ახლოვდება არჩევნები მით უფრო იძაბება ურთიერთობა, ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. რაც პოლიტიკაში გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი უკვე რამდენჯერმე გააკეთა მწვავე განცხადება. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, უფრო მართებული იქნებოდა, ჟურნალისტებს მიხეილ საკაშვილისთვის დაესვათ კითხვა, რამდენ და ვის ფულს ხარჯავს ასე ხელგაშლილად. ალბათ მართლაც საინტერესო იქნება ასეთი კითხვის დასმა მიხეილ სააკაშვილისთვის, რა პასუხს გასცემს საზოგადოებას. ბიძინა ივანიშვილმა ისიც განუცხადა, რომ ის თავის ფულლს ხარჯავს, იმ ფულს, რომელიც თავისი შრომით იშოვა, ხოლო პრეზიდნეტი მიხეილ სააკაშვილი, ხარჯავ არა თავისას, არამედ ბიძინა ივანიშვილისას და თან უფრო მეტს ვიდერე ბიძინა ივანიშვილი. ბიძინამ უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის აუცილებლად მოვა ხლისუფლებაში. ექნება თუ არა მოქალაქეობაა ის მაინც შეძლებს, რადგან მას აუცილებლად მისცემენ მოქალაქეობას. ქართული ოცნება 27 მაისს მანიფესტაციის გამართვას აპირებს თავისუფლების მოედანზე. კოალიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე 27 მაისისთვის დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გავრცელდა. მისი თქმით ერთად უნდა ავიხდინოთ ყველამ ქართული ოცნება, ის ახლოსაა და აუცილებლად ავიხდენთ. მართლაც ელოდება ხალხი ბიძინა ივანიშვილის სათავეში მოსვლას იმ იმედით, რომ საქართველო დაადგება სწორ გზას, არ იქნება კორუფცია, იქნება სამართალი და ყველა ერთად იზრუნებს იმაზე, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები. 141 5-ს მოსწონს 1-ს არა
|