სიახლეები ყავა 50%-ით ამცირებს კიბოს გაჩენის რისკს 2014, 6 მაისი, 9:17 ![]() გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სასმელს გააჩნია მძლავრი დამცავი ეფექტი ავთვისებიანი სიმსივნის წინააღმდეგ, რომელიც შესაძლოა პირის ღრუში და ყელის მიდამოებში გაჩნდეს. ექსპერიმენტი ჯერ კიდევ 1982 წელს დაიწყო, პროექტ Cancer prevation study 2-ში 968 000 ადამიანი მონაწილეობდა.დაკვირვება 30 წელზე მეტი მიმდინარეობდა, დაფიქსირდა 868 პირის ღრუს და ყელის კიბოთი გარდაცვალების ფაქტი. ამ ხნის განმავლობაში მეცნიერები სწავლობდნენ როგორც პაციენტების, ასევე ჯანმრთელი ადამიანის კვებით რაციონს და ჩვევებს, გაირკვა, რომ ყავა კოფეინთან ერთად მკვეთრად ამცირებს სიმსივნის გაჩენის ალბათობას, ის ვინც მინიმუმ 4-ჯერ მაინც მიირთმევს ყავას, 49%-ით ნაკლები შანსი აქვს, რომ გამოუვლინდეს ეს საშინელი დაავადება. 84 5-ს მოსწონს
|