მადრიდის "რეალის" ესპანელი მეკარე, დიეგო ლოპესი კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს და იმედოვნებს, რომ კარიერას სამეფო კლუბში დაასრულებს.
"კლუბთან კონტრაქტი მაქვს და მინდა კარიერა "რეალში" დავასრულო. ძველებურად ვაგრძელებ ინტენსიურ ვარჯიშს და ყოველთვის მინდა კლუბს წარმატება მოვუტანო." _ განაცხადა ესპანურ Marca-სთან საუბრისას ლოპესმა.
"ვალენსიასთან" მატჩში ლოპესმა ორი გოლი გაუშვა. მან აგრეთვე იცის, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში სათამაშოდ კარგად გარჯაა საჭირო. ესპანელის განცხადებით, ანჩელოტისგან მიჩვეულია მეკარეების როტაციას.
"პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. ჩვენ ყველამ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია 24 მაისი. თუ კასილიასი ითამაშებს ფინალში ამასაც მხარს დავუჭერ. მთელი სეზონის განმავლობაში მეც და იკერიც სრულ მზადყოფნაში ვიყავით, რათა მატჩებში მონაწილეობის შანსი მიგვეღო და ეს შესანიშნავი კონკურენციაა."
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge