x
image
worldsport.ge
გრიგალავასა და სირბილაძის გოლები

imageმახაჩყალის “ანჟიმ” შინ 3:0 სძლია “ტერეკს” და რუსულ პრემიერლიგაში დარჩენის თეორიული შანსი შეინარჩუნა. ერთი გოლი გია გრიგალავას ანგარიშზეა: საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა 33-ე წუთზე თავით გაიტანა და 2:0 გახადა ანგარიში. გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშა.
რუსეთშივე, საბა კვირკველიას “რუბინმა” შინ 1:0 მოუგო “ურალს”, რომლის შემადგენლობაში ლაშა გვალიას კვლავ არ უთამაშია. კვირკველიამ კი სტაბილურად, 90 წუთი გაატარა მინდორზე. “რუბინი” მეათე საფეხურზეა.
ფინეთში ირაკლი სირბილაძის “ინტერმა” შინ 1:1 ითამაშა კუპს-თან და მეექვსე პოზიციაზეა. ანგარიში სწორედ სირბილაძემ გახსნა. ირაკლიმ, ჩემპიონატ-თასიანად, ბოლო 6 მატჩში მეოთხე გოლი მიითვალა.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0