x
image
მანჩო 777
ომის დაწყების ყველაზე სულელური მიზეზები
1.ომი ჩვეულებრივი ვედროს გულისთვის


1335 წელს იტალურ ქალაქებს მოდენას და ბოლონიას შორის ომი დაიწყო. მისი დაწყების მიზეზი კი ჩვეულებრივი წყლის ვედრო გახლდათ. საქმე იმაშია, რომ ბოლონიიდან მოდენაში გაიქცა ერთი კავალერისტი და დეზერტირმა მიითვისა არმიის კუთვნილი ვედრო, საიდანაც ის ცხენს წყალს ასმევდა. ბოლონიელმა ჯარის უფროსებმა მოდენის ქალაქის თავს განუცხადეს, რომ დეზერტირი მათთან დაეტოვებინათ, აი ვედროს კი არ დათმობდნენ და მოითხოვეს მისი დაბრუნება. მოდენას მთავრობამ ეს მოთხოვნა არაფრად ჩააგდო და მალე ამ მიზეზის გამო ომიც გაჩაღდა.


2.წვერების გამო დაწყებული ომი



1500 წელს ოსმალეთის იმპერიასა და ვენეციას შორის ომი წვერების გამო დაიწყო. თურქ-ოსმალების მმართველმა ვენეციის ელჩთან შეხვედრისას მოითხოვა აღმოსავლური ჩვეულების თანახმად წვერის მიწამდე დადებით ეცა მისთვის თაყვანი, რაზეც ვენეციელმა ელჩმა უპასუხა, რომ ზოგადად ვენეციელები წვერს არ ატარებენ და მას იპარსავენ. სულთანი გაბრაზდა და ელჩს მიახალა:"–მაშინ ვენეციელები მაიმუნების მსგავსები ყოფილხართ". შეურაცხყოფილმა ვენეციელებმა ოსმალეთს ომი გამოუცხადეს.


3.ომი ჯენკინსის ყურის გამო


XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი ერთმენთს ეჯიბრებოდა კარიბის ზღვის კუნძულების დაპყრობაში. ბრიტანელები ეძებდნენ მიზეზებს ესპანეთთან საომრად, რათა მისთვის მიწები წაერთმიათ და ეს მიზეზი იპოვეს კიდეც: 1738 წელს ინგლისელმა მეზღვაურმა ქვეყნის პარლამენტში უჩივლა ესპანელ კაპიტანს, რომელმაც მას ყური მოაჭრა რაღაც წვრილმანი დანაშაულის გამო. ეს მიზეზი საკმარისი გახდა ბრტანეთსა და ესპანეთს შორის ომის დასაწყებად.


4.ფუტკრების სკების გამო დაწყებული ომი


1830 წელს აშშ-ის აიოვას და მისურის შტატებმა ლამის ომი დაიწყეს სასაზღვრო ხაზების შეუთანხმებლობის გამო. მისურელი გადასახადის ამკრეფები გამოცხადდნენ აიოვას შტატის ერთ -ერთ სოფელში და მოითხოვეს გადასახადის გადახდა. ადგილობრივებმა ისინი სოფლიდან გაყარეს. მაშინ მებაჟეებმა მოჭრეს სოფლის ტერიტორიაზე მდგომი რამოდენიმე ხე, რომლებზეც ფუტკრის სკები იმყოფებოდა და ხეები თაფლთან ერთად წაიღეს. ამ ფაქტის გამო ორივე შტატში მობილიზაცია გამოცხადდა და ომიც გაჩაღდა.


5.ძაღლის გამო დაწყებული ომი


1925 წელს ერთ-ერთი ბერძენი ჯარისკაცი საზღვართან ახლოს გაედევნა მაწანწალა ძაღლს დასაჭერად და ამ დევნაში უნებლიედ ბულგარეთის საზღვარი გადაკვეთა. ბულგარელმა მესაზღვრებმა მას ცეცხლი გაუხსნეს და სასიკვდილოდ დაჭრეს. ერთი დღის შემდეგ ბერძნებმა ბულგარელების მთელი სასაზღვრო ჯგუფის ჯარისკაცები დახოცეს. ფართომასშტაბიანი ომის თავიდან აცილება მხოლოდ ერთა ლიგის ჩარევის შედეგად მოხდა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მაშინდელ ანალოგს წარმოადგენდა.

1
122
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
122
  
2014, 2 მაისი, 14:25
მართლაც სულელური მიზეზბია :|
0 1 1