სხვა მამაკაცად გადაკეთებულმა ქალმა ცოლი მოიყვანა და მერე შვილიც თვითონ გააჩინა(+ საოცარი ფოტოები) 2014, 1 მაისი, 23:03 ის პირველი ორსული მამაკაცი იყო. მანამდე კი ჯერ ცოლი მოიყვანა. შესახედავად ის ძალიან ჰგავს მამაკაცს. სახეზე ულვაში და წვერიც კი აქვს. მათ ოჯახს საზოგადოების მხრიდან ბევრი ლანძღვა-გინება ხვდება. ქუჩაშიც ყოველდღიურად ლანძღავენ და შეურაცხმყოფელ წერილებს იღებენ. ნენსის და ტომასის დაქორწინება არცერთი მათგანის ნათესავებს არ მოსწონებია, ისინი სამარცხვინოდ მიიჩნევენ და წყვილთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტეს. საქმე კი იმაში მდგომარეობს, რომ ტომასი სინამდვილეში გოგონად დაიბადა და ტრეისი ერქვა. ტრეისი 12 წლის იყო, როცა დედამისმა თავი მოიკლა. მამასთან ახლო ურთიერთობა არასდროს ჰქონია. 20 წლის იყო, როცა გადაწყვიტა, რომ მამაკაცი გამხდარიყო და 24 წლისამ ჰორმონალური პრეპარატების მიღება დაიწყო. მან მოგვიანებით სქესი შეიცვალა, თუმცა ის მხოლოდ გარეგნულად შეიცვალა და ქალის რეპროდუქციული ორგანოები შეინარჩუნა. ის თავისი პარტნიორისგან (ჯერ კიდევ ნენსისთან შეხვედრამდე) დაფეხმძიმდა, თუმცა მაშინ შვილი არ გაუჩენია. როცა მან მომავალი მეუღლე ნენსი გაიცნო, უკვე ორი ქალიშვილი ჰყავდა. ტრეისიმ სქესის შეცვლის ოპერაცია ამერიკაში ჩაიტარა და ტომასად გარდაიქმნა. დაქორწინების შემდეგ წყვილს უნდოდა საერთო შვილი ჰყოლოდა. ვინაიდან ნენსის არღარ შეეძლო შვილის გაჩენა, წყვილმა ტომასისთვის მოძებნა სპერმის დონორი და ხელოვნური განაყოფიერების შედეგად ტომასი დაორსულდა. ეს გარეგნულად ნამდვილი მამაკაცი იყო, ოღონდ ორსული. მისმა სურათებმა მსოფლიო გააოცა. მშობიარობამ წარმატებით ჩაიარა. გთავაზობთ მათ სურათებს: 248 2-ს მოსწონს 2-ს არა
|