დღეს, შრომის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის კანცელარიაში სოციალური
პარტნიორების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა შრომის კანონმდებლობაში შემდგომი ცვლილებების გატარება და სახელწიფოს მიერ მასზე კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბება იყო. ამასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრს მიმართა, რომ პირველი მაისი უქმე დღედ გამოცხადდეს.
ინფორმაცია ამის შესახებ, შრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ აქციაზე პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მან პრემიერისგან მიიღო დაპირება, რომ სხვადასხვა დაწესებულებებში არსებული პრობლემები მოგვარდება.
" - ყველა ჩვენს ინიციატივას და შენიშვნას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ამასთან, ვთხოვეთ პრემიერს, რომ შრომის საერთაშორისო დღე საქართველოში უქმე დღედ გამოცხადდეს, რის შემდეგაც პრემიერმა მიმართა დავით სერგეენკოს და მომავალი წლიდან, შრომის საერთაშორისო დღე შესაძლებელია უქმე დღე იყოს" - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
მანამდე კი, შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და 1 მაისის უქმე დღედ გამოცხადების მოთხოვნით, სტუდენტებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტიდან "ვარდების მოედნამდე" ფეხით მსვლელობა გამართეს.
პარლამენტის ყოფილი შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე ასობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ.
დღევანდელი აქციის ბოლოს კი, მომღერალ რობი კუხიანიძის კონცერტია დაგეგმილი.
გამიხარდა შრომის დღე რომ ისევ დამკვიდრდა საქართველოში.
P.S. მაგრად გვეკაიფება მთავრობა:)))))))))