საზოგადოება ეთერ კაკულია ისრაელიდან დაბრუნდა 2014, 13 ივლისი, 0:58 ეთერ კაკულია ისრაელიდან დაბრუნდა
![]() როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, 1 ივლისს ქართული ესტრადის ნამდვილი ვარსკვლავი ეთერ კაკულია ისრაელში, კერძოდ კი თელავივის ერთ-ერთ კლინიკაში გაემგზავრა მკურნალობის კურსის ჩასატარებლად და სარეაბილიტაციოდ (მის გამგზავრებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის თბილისის მერიის ალბათ - ახლა უკვე ყოფილ თანამშრომელს - მამუკა ქაცარავას, რომლის რუდუნებითაც ქ-ონ ეთერს 30, 000 გამოეყო დასახმარებლად) მომღერალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უახლოესმა მეგობრებმა გააცილეს, შვილთან ალეკოსთან ერთად, რომელიც მთელი მოგზაურობის პროცესში გვერდით ედგა დედას. ![]() თუმცა როგორც ჩვენთან საუბარში ქ-ონმა ეთერმა განაცხადა მანაც განიცადა ის შოკი, რასაც ებრაელი მოსახლეობა ბოლო დროს თითქმის ყოველდღე განიცდის თელავივის ქუჩებში: - მე და ალეკო ქუჩაში, ღია კაფეში ვისხედით, მოულოდნელად ისეთი ხმაური, ისეთი საშინელი ხმა, არვიცი ამას რა ქვია, - საგანგაშო სირენა თუ გამაფრთხილებელი საყვირი, მაგრამ ასე არასოდეს შემშინებაი გენაცვალე :) - საიდან გაჩნდა პოლიციაა ასე უცებ, ყველანი თავშესაფარშიო და მთელი ხალხი ორგანიზებულად აკრიფეს ქუჩებიდან - თუმცა, ისეთი მაგარი თავდაცვითი იარაღი ქონიათ ებრაელებს, რომ არვიცი რა. - ამბობს ეთერ კაკულია და ღმერთს მადლობას სწირავს, რომ მშვიდობიანად დაბრუნდა იქიდან, სადაც სამი თვის შემდეგ კვლავ მოუწევს გამგზავრება, მორიგი კურსის ჩასატარებლად, რასაც კვლავ კოლოსალური თანხების შეგროვება სჭირდება. ![]() „თანადგომის ზარი - 0-901-900-991 ეთერ კაკულაის მხარდასაჭერად“ 1411 3-ს მოსწონს 1-ს არა
|