x
image
beko777
Mediator image
ვის ვიხილავთ "ცეკვავენ ვარსკვლავები"-ს მე-4 სეზონის ჟიურის შემადგენლობაში

imageსაზოგადოებამ, "იმედი"-ს სარეკლამო ჭრებიდან, რამდენიმე კვირაა შეიტყო, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-4 სეზონი იწყება. პროექტის ხილვა, 24 აპრილიდან ტრადიციულად, ყოველ ხუთშაბათ დღეს შეეძლება მაყურებელს.

პროდიუსერები გულშემატკივრებს დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდებიან. თუმცა, სხვა სეზონებისაგან განსხვავებით, ამჯერად, გასაიდუმლოებულია ჟიურისა და მონაწილეთა შემადგლენლობა. ამის შესახებ, ჯერჯერობით, მხოლოდ ტელე-წამყვანი, ინგა გრიგოლია ალაპარაკდა, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჟიურის ერთ-ერთი წევრი თავად იქნება.


image

"ხუთშაბათიდან იწყება "იმედის" ყველაზე პოპულარული შოუს "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალი სეზონი...ყოველ ხუთშაბათს, საღამოს ათზე)))))ხოდა, ჟიურიში ვჯდები....თავიდან დავფიქრდი, როცა შემომთავაზეს ჟიურის წევრობა და კარგად რომ გავიაზრე და დავინახე ჩემი როლი- დავთანხმდი)))))) ხოდა, ხუთშაბათიდან, 22.00-ზე გვიყურეთ პირდაპირ ეთერში))))))) ყოველ ხუთშაბათს, საღამოს ათზე-"ცეკვავენ ვარსკვლავებში"))))).....ყოველ პარასკევს, საღამოს ათზე-"რეაქციაში")))))))) კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო
და ახალი ეტაპი მეწყება))))" - წერს ინგა.

ასე, რომ ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ თუ რაოდენ სამართლიანი და ობიექტური ჟიური ეყოლება პროექტს ახალ სეზონზე და როგორ სანახაობას შემოგვთავაზებენ მონაწილენი.

0
135
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0