x
image
beko777
Mediator image
ვახტანგ რჩეულიშვილი: "არ მინდა, რაიმე სკანდალში გავეხვე, ჟიურის რომელიმე წევრის უხეშობას ვეღარ ავიტან!"

imageპროექტ "ორი ვარსკვლავი"-ს ერთ-ერთი მონაწილე, ბიზნესმენი ვახტანგ რჩეულიშვილია, რომელიც მომღერალ ნინა წკრილაშვილის მეწყვილეა. შოუს დაწყების წინ, რჩეულიშვილმა განაცხადა, რომ
მის ცხოვრებაში ორწლიანი რთული პერიოდის შემდეგ, განტვირთვის დრო დადგა, თუმცა ისიც დაამატა, რომ გამარჯვების დიდი იმედი არ ჰქონდა.
ვახტანგისა და ნინას წყვილმა 5 ტური ისე გადალახა, აუტსაიდერთა რიგებში არც მოხვედრილა, მიუხედავად იმისა, რომ ჟიურისგან მაინცდამაინც მაღალ ქულებს არ იმსახურებდნენ. სამაგიეროდ, მაყურებელი ესემესების საშუალებით უჭერდა მათ მხარს.
თავად ვახტანგ რჩეულიშვილი ასე აფასებს მოვლენებს:


"ჟიური საკმაოდ მკაცრად კი მაფასებს, მაგრამ ბევრი მხარდამჭერი მყავს და მესიჯებს ისინი მიგზავნიან. საბოლოოდ კი, როგორც ვხედავთ, ყველაფერს ესემესები წყვეტს. ჟიურის ქულებს მესიჯები სწონის. წინა ჯერზე ორი წყვილი, 40-40 ქულით, აუტსაიდერებში აღმოჩნდა, დიახ, გოგოლა კალანდაძე და მიშა ხუჯაძე გაგდების კანდიდატები იყვენენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჟიურის მიერ დაწერილი მათზე დაბალი ქულები გვქონდა, აუტსაიდერებში არ მოვხვდით.
დასკვნა ერთია, მოქმედებს ესემესები და არა ჟიურის შეფასება...
ახლა კი ჩემი მონაწილეობის შეფასების დრო დადგა, ერთის მხრივ,
ნახევარი პროექტი გავიარე. მთელი საქართველო რომ გადაირიოს და ხმა მომცეს, უსამართლო იქნება, რომ გავიმარჯვო. თუმცა ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ მე და ნინა კვლავაც საუკეთესო შოუს დავდგამთ, მაგრამ რეალურად ხომ ვიცი, რომ სიმღერა მიჭირს? ჩემი "კანიოკი" პირველი სიმღერა იყო და დღევანდელი სიმღერაც, რასაც შევასრულებ, ის ალექსანდ როზემბაუმის "ჰოპ-სტოპ"-ია. ეს ორი რამ მიყვარს, რითაც მაყურებლის წინაშე წარდგომა მინდოდა...
ჯერ ერთი, ყველაზე მეტს მაია, ჩემი მეუღლე მიმესიჯებს, "ცენტრ პოინტის" თანამშრომლები და დაზარალებულების ერთი ნაწილიც. ისინი არაჩვეულებრივი გულშემატკივარები აღმოჩნდნენ... მიხვდენენ, რომ ჩვენი ფირმის გაკოტრება ხელოვნურად მოხდა.
უნდა ვთქვა, რომ ეს შოუ არის გენიალური. გიორგი მახარაშვილი
ყველაზე უმცროსი კონკურსანტია (21 წლის), ჩემი შვილიშვილის ტოლია. ასე რომ, შვილიშვილების გაგდებაზე რომ იყოს საქმე და ჩემს შოუში დატოვებაზე, მე უნდა წავიდე. ამიტომაც ჩემს მომხრეებს დამესიჯების შეწყვეტას ვთხოვ და ამისკენ მოვუწოდებ!
შოუ კი არა, პოლიტიკა მივატოვე, როდესაც დავინახე, რომ პერსპექტივა არ მქონდა. ჩემი პროგრამა მინიმუმი შესრულებულია.

დღეს ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, პროექტს "ჰოპ-სტოპით"
ვამთავრებ. ვიმეორებ, ეს ჩემი საყვარელი სიმღერაა.
სანამ ასეთ კარგ განწყობაზე ვარ, ჯობია პროექტი დავტოვო. არ
მინდა, რაიმე სკანდალში გავეხვე, ჟიურის რომელიმე წევრის უხეშობას ვეღარ ავიტან. რადგანაც ასე ლამაზად მიდის ყველაფერი, ჯობს, ყველაფერი ახლა გავაჩერო. ხომ გაგიგონიათ გამოთქმა: როგორც მოსვლით გაგვახარე, ისე წასვლით გაგვახარეო." - ამბობს რჩეულიშვილი.

image


3
183
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
183
  
2014, 23 აპრილი, 0:49
ანუ,შენ რაკი მოგწონდა,ამიტომ ყველას უნდა მოსწონდეს თუ... მეც?
...და,რა იცი რომ არ შემხებია ეს ამბავი? ნახევარ საქართველოს ფული "შეაწერეს" და კიდევ რა უნდა მომხდარიყო?
ყურება აღარ მოგიწევს,თუ მის გამო უყურებ პროექტს.
მე ჩემი აზრი გამაჩნია და შენ შენი,ამიტომ მხოლოდ შენი აზრი დააფიქსირე!
2014, 21 აპრილი, 23:16
როცა პირადად არ შეგხებია ეს ამბავი არ მესმის რატომ უნდა აკეთო უხეში კომენტარები და ცილი დასწამო ადამიანს იმაში რის აზრზეც არ ხარ რა მოხდა,ან საერთოდ მოხდა თუ არა :) მე პირადად ძალიან მომწონდა ამ კაცის გამოსვლა,ძალიან საყვარელი და მხიარულია და მხოლოდ მის გამო ვუყურებ პორექტს :)
2014, 15 აპრილი, 16:18
რას ცანცარებს ამ ხნის კაცი?
წასვლის დრო კი არა,საერთოდ რა გინდოდა ამ პროექტში???
რას ეუბნევით შენ და შენი ოჯახი იმ ხალხს,რომელებმაც წლები ემიგრაციაში გაატარეს,რომ ბინა ეყიდათ და თქვენ კი მშრალზე დატოვეთ და საყვედურზე კიდევ ცინიკურად პასუხობთ!
იღრიჯები უშნოდ ბერიკაცი!
0 1 3