შოუბიზნესი "ეს იყო პეტერბურგში"- მომღერალი თამთა გოგუაძე მეორედ გათხოვდა 2014, 29 აპრილი, 9:56 ერთ დროს ძალიან პოპულარული მომღერალი თამთა გოგუაძე მეორედ გათხოვდა. თამთა ქართულ შოუბიზნესში აქტიურად აღარ არის ჩართული. მას პირველი უიღბლო ქორწინებიდან (თამთას ყოფილი მეუღე მომღერალი აჩიკო ცანკაშვილია), ჰყავს ვაჟი ლუკა. რაც შეეხება მის მეორე მეუღლეს, ანსამბლ "სამაიას" მოცეკვავე, ქართულის სოლისტი გიორგი აბულაშვილია. უკვე შვიდი წელია, რაც ამ ანსამბლში მღერის თამთა გოგუაძეც. წყვილმა ერთმანეთი 4 წლის წინ გაიცნო და ერთწლიანი ურთიერთობის შემდეგ მათი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. ერთხელაც, პეტერბურგში გასტროლებზე ყოფნისას მიხვდნენ, რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ და როგორც თამთა ახლა ხუმრობით იხსენებს:-"ეს იყო პეტერბურგში..." თამთა და გიორგი შეუღლებაზე დიდხანს ფიქრობდნენ. პირველი უიღბლო ქორწინების შემდეგ მომღერალს არ უნდოდა კიდევ მსგავსი მცდარი ნაბიჯი გადაედგა, რადგან მისთვის ოჯახი ყველაზე წმინდაა... და როდესაც დარწმუნდნენ, რომ მათი სიყვარული მტკიცე იყო, უცებ მიიღეს გადაწყვეტილება და ლამაზი ქორწილიც გადაიხადეს... მოცეკვავე გიორგი აბულაშვილისთვის ეს პირველი ქორწინებაა. როგორც თამთამ აღნიშნა, გიორგის და მის შვილს ლუკას, ძალიან მოსწონთ ერთმანეთი. მათ ურთიერთობას მომღერლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რათა მეორედ დაქორწინება გადაეწყვიტა. თამთა ძალიან გახარებულია იმ ფაქტით, რომ ლუკას უყვარს მისი მეუღლე და მასთან მეგობრობს. ფოტოებიდანაც ნათლად ჩანს თუ როგორი გახარებულია ბიჭი და რა სიყვარულით ეფერება გიორგის... ბედნიერებას და გამრავლებას ვუსურვებთ თამთას! 211 2-ს მოსწონს
|