x
image
worldsport.ge
როჯერსი ჯერარდს არ ადანაშაულებს

image "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, ბრენდან როჯერსი, სტივენ ჯერარდს შეცდომაში არ ადანაშაულებს. შეგახსენებთ, რომ "ლივერპულის" და "ჩელსის" დაპირისპირებაში (0:2) პირველი გოლი დემბა ბამ ჯერარდის შეცდომის შემდეგ გაიტანა.
"რაც მას დაემართა სამწუხაროა, მაგრამ იგი გუნდის ლიდერია და ასეთი შეცდომა შეიძლება ბევრმა გამოცდილმა ფეხბურთელმა დაუშვას. რა თქმა უნდა, ჯერარდი ძალიან ნანობს, მაგრამ მან გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. სტივენი ძლიერი საფეხბურთო მენტალიტეტით გამოირჩევა და მისი გამხნევება გვმართებს." _ განაცხადა როჯერსმა.
მარცხის მიუხედავად, "ლივერპული" პრემიერლიგაში 80 ქულით ჯერჯერობით პირველ ადგილს ინარჩუნებს.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0