x
image
t.x.
კიმი ირწმუნება: ლედი გაგა თურმე მამაკაცი ყოფილა და ველოსიპედზე არ ჯდება, რომ ფეხები არ დაუუშნოვდეს
imageლედი გაგა მამაკაცია და უარს ამბობს ველოსიპედით სეირნობაზე იმ მიზეზით, რომ ფეხები არ დაუუშნოვდეს - ირწმუნება 20 წლის კიმი.

კიმი სტუდენტია, ფხენიანის უცხო ენების ინსტიტუტში ინგლისურ ენას სწავლობს. როგორც საუკეთესო სტუდენტი, ის ფრანგ ფოტოგრაფს ერიკ ლაფორგს მიამაგრეს, რომელიც ამ წლის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეაში იყო ჩასული სამოგზაუროდ.

ლაფორგი გვიყვება: "კიმი ფხენიანიდან არსად არ წასულა და მისთვის ეს საუკეთესო საშუალება იყო ქვეყნის დასათვალიერებლად და უცხოელთან ურთიერთობისთვის. თავიდან ის ძალიან მორცხვობდა, მაგრამ მერე ძალიან კონტაქტური გახდა და ბევრ რამეზე ვსაუბრობდით". image

კიმი ამბობს, რომ ფხენიანში მისი საყვარელი ადგილი დელფინარიუმია და დელფინები ყველაზე მეტად უყვარს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როგორი მუსიკა მოსწონს, კიმმა უპასუხა, რომ მოცარტი, ბახი და ბეთჰოვენი უყვარს. როცა ლაფორგი ჩაეკითხა ლედი გაგაზე, მას არც კი ჰქონდა მოსმენილი არაფერი მისი შესრულებით. ის შეიძლება ამერიკელია? კიმს ეტყობოდა, რომ ერ იტანდა ამერიკელებს. მას მხოლოდ ინგლისი მოსწონდა. image


კიმი ირწმუნება, რომ ჰამბურგერი კორეაში გამოიგონა კიმ ჩენ ირამ 2009 წელს, ხოლო "მიკი მაუსი" ჩინეთში გაჩნდა. "მე ვერ ვიტან ამერიკელებს ბატონო ერიკ."

კიმი ფილმების მოყვარული აღმოჩნდა. მისი საყვარელი ფილმი "სისხლის ზღვაა", რომელიც მოგვითხრობს იაპონელების მიერ კორეელი ხალხის მასობრივ ჟლეტაზე.

ჩრდილო კორეელი გოგონები ძალიან ძველმოდურები არიან, ისინი ბიჭებთან არცკი ცეკვავენ. ქორწინების გარეშე დაორსულება კი საერთოდ გაუგონარი ფაქტია. კიმმა თქვა, რომ ასეთი რამ საერთოდ არ ხდება. რაც შეეხება შიდსს, ამბობს, რომ მათ ქვეყანაში ამით არ ავადდებიან. აქ ის ნულს უტოლდება.

ჟურნალისტი შეეკითხა, უნდოდა თუ არა საზღვარგარეთ წასვლა, რაზეც კიმმა უპასუხა, რომ მხოლოდ ინგლისში, რადგან სხვა ენა არ იცოდა.

ის ჩრდილოეთ კორეის ღირსეული მოქალაქეა, რომელსაც არ აქვს თავისი სურვილები, ის აზროვნებს ისე, როგორც ვალდებულია აზროვნებდეს ჩრდილო-კორეელი.

0
69
2-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0