x
image
worldsport.ge
იგუაინის ტრავმა მსუბუქი აღმოჩნდა

imageიტალიური “ნაპოლის” თავდამსხმელ გონსალო იგუაინს ზუსტ დიაგნოზს უახლოეს დღეებში დაუსვამენ, თუმცა, წინასწარი მონაცემებით ის მძიმე დაზიანებას გადაურჩა.
მილანის “ინტერთან” მატჩის 86-ე წუთი მიდიოდა, როდესაც მარკო ანდრეოლი არგენტინელს ფეხებში ჩავაურდა და 26 წლის ფეხბურთელმა მოედანი საკაცით დატოვა.
Football Italia-ს ცნობით, საქმე არც ისე სერიოზულად ყოფილა, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. იგუაინმა მარჯვენა ტერფი დაიზიანა და უმნიშვნელო სისხლდენა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, 3 მაისს რომში გასამართი იტალიის თასის ფინალში “ფიორენტინასთან” მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. სამაგიეროდ, გონსალოს ეს დაზიანება მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობაში ხელს არ შეუშლის.

ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0