x
image
t.x.
ორსულ ქალს მუცელში ესროლეს, დამნაშავე კი "facebook"-ია
imageფლორიდის შტატში მცხოვრებმა ორსულმა ქალმა ბავშვი მას შემდეგ დაკარგა, რაც მუცელში ესროლეს. ის სავარაუდოდ ქალმა დაჭრა, რომელთანაც ფეისბუქის მეშვეობით კონფლიქტი ჰქონდა. პოლიცია გამოიძახეს სროლის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე, ოთხშაბათს, დაახლოებით შუადღეს კასტლეს ბულვარში ჯეკსონვილში. ვიდეორგოლი, რომელიც სროლის შემდგომაა გადაღებული დაზარალებულის მეზობლის, კრისტოფერ კაშის მიერ, გვიჩვენებს როგორ დავარდა მსხვერპლი სკამზე და როგორ გარბიან მეზობლები მის მისაშველებლად. ასევე გვიჩვენებს ეჭვმიტანილს, 35 წლის ვირჯინია ვუჩეს, რომელიც დააკავეს.

დაზარალებული მაშინვე გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში და მისი გადარჩენა მოახერხეს. მისი მომავალი ბავშვი კი ვერ გადაარჩინეს.

–"ისინი რაღაცაზე ჩხუბობდნენ და ფეისბუქსაც ახსენებდნენ, მაგრამ შორიდან სიტყვები ვერ გავარჩიე"- გვიყვება თვითმხილველი.

მოწმეები ამბობენ, რომ მათ ჩხუბი სამშაბათს საღამოს დაიწყეს ფეისბუქზე. ოთხშაბათს კი ორსული ქალბატონი(ამჟამად დაზარალებული) სახლში მიუვარდა ვირჯინია ვუჩეს და ყვირილი დაუწყო. ჩხუბი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და იმით დამთავრდა, რომ ვირჯინიამ ორსულს მუცელში ესროლა.


"მსხვერპლი, რომელიც ორსულად იყო, დაიჭრა მუცელში ერთი გასროლით"-განუცხადა ადგილობრივი საიფორმაციო საშუალების ჟურნალისტს თვითმხილველმა.image

(სურათზე ვირჯინია ვუჩე).

ეჭვმიტანილის დედა კი ჟურნალისტს უცხადებს, რომ მისი შვილი ვიღაცამ გააღიზიანა და პროვოცირება მოუწყო. რომ კარგად არც კი იცის რა მოხდა. ვუჩე კი პოლიციამ დააპატიმრა და ბრალად მკვლელობა ედება. გამომძიებლები ამბობენ, რომ აუცილებლად გაარკვევენ, იყო თუ არა ვუჩეს გასროლა თავდაცვა.

0
116
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0