უკვე ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ "კოკა-კოლას" ყველაფერი შეუძლია: გაასუფთაოს ზედაპირი ჟანგისაგან, გაწმინდოს ტუალეტი, გიხსნათ გულძმარვისაგან....მაგრამ არსებობს კიდევ სხვა, საკმაოდ მოულოდნელი ხერხები ამ უალკოჰოლო გაზიანი სასმელის გამოყენებისა. გავეცნოთ რამოდენიმე მათგანს.
"კოკა-კოლა" აშორებს ჟანგს ლითონის ზედაპირებიდან
!["კოკა-კოლას" გამოყენების ყველაზე
მოულოდნელი და უცნაური მეთოდები image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201404/2014042518545637332.jpg)
იმისათვის, რომ გაწმინდოთ დაჟანგული ლითონის ზედაპირი, დაასხით მას "კოკა-კოლა" და დატოვეთ მეორე დღემდე. მეორე დღეს ღრუბელის გამოყენებით ჟანგიანი ლაქები უკვე უპრობლემოდ მოცილდება. ქრომირებული ზედაპირიდან ნადებების მოსაცილებლად დაასველეთ ღრუბელი კოლაში და გადაუსვით ნადებიან ადგილებს. რამოდენიმე წრიული მოძრაობა და არასასურველი ყავისფერი ნადები გაქრება.
"
კოკა-კოლა" -ლაქების ამომყვანი იაფი საშუალება
!["კოკა-კოლას" გამოყენების ყველაზე
მოულოდნელი და უცნაური მეთოდები image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201404/2014042518552637332.jpg)
"კოკა-კოლა" ტანსაცმლიდან ლაქების ამოყვანის ყველაზე იაფი საშუალებაა. უბრალოდ დაასხით გაზიანი სასმელი დალაქავებულ ადგილს და დააყოვნეთ რამოდენიმე წუთი. შემდეგ ტანსაცმელი გარეცხეთ ჩვეულებრივი წესით. "კოკა-კოლა" უმკლავდება ყველაზე ძნელად მოსაშორებელ ლაქებსაც კი, როგორიცაა სისხლი და ცხიმი.
"კოკა-კოლა" საგრძნობლად ამცირებს მწერების ნაკბენით გამოწვეულ ქავილს და ტკივილს
!["კოკა-კოლას" გამოყენების ყველაზე
მოულოდნელი და უცნაური მეთოდები image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201404/2014042518554937332.jpg)
"კოკა-კოლა" დაგეხმარებათ ტკივილისა და ქავილის დაამებაში, რომელიც სხვადასხვა მწერების კბენითაა გამოწვეული: ფუტკრის, კოღოს, კრაზანის. თუ ხელთ არა გაქვთ სხვა გამაყუჩებელი საშუალება, უბრალოდ დაისხით ნაკბენზე გაზიანი სასმელი. კოლა დაგეხმარებათ მედუზისაგან დასუსხული კანის მკურნალობაშიც კი.
"კოკა-კოლა" აშორებს არასასიამოვნო სუნს
!["კოკა-კოლას" გამოყენების ყველაზე
მოულოდნელი და უცნაური მეთოდები image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201404/2014042518561637332.jpg)
უსიმაოვნო სუნის, მაგალითად სკუნსის სუნის მოსაცილებლად გამოიყენეთ წყალში გაზავებული კოლა. ეფექტი რომ უკეთესი იყოს, ხსნარს დაუმატეთ წყალბადის ზეჟანგი და საჭმელი სოდა. ამ ხსნარით გაიწმინდეთ კანი, შემდეგ კი დაიბანეთ.
"კოკა-კოლა" ადნობს გაყინულ საქარე მინას
!["კოკა-კოლას" გამოყენების ყველაზე
მოულოდნელი და უცნაური მეთოდები image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201404/2014042518564237332.jpg)
თუ თქვენი მანქანის საქარე მინა ყინულის თხელი ფენითაა დაფარული, მის გადნობაში "კოკა-კოლა" დაგეხმარებათ. მას შეუძლია მნიშვნელოვნად დააჩქაროს ეს პროცესი. დაასხით სასმელი გაყინულ მინას და დაელოდეთ რამოდენიმე წუთი. მინის გაწმენდა გაცილებით იოლი გახდება.
"კოკა-კოლა" შველის კუჭის აშლილობას და შეგიმსუბუქებთ მუცლის ტკივილს
!["კოკა-კოლას" გამოყენების ყველაზე
მოულოდნელი და უცნაური მეთოდები image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201404/2014042518575337332.jpg)
"კოკა-კოლას" შეუძლია მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქოთ კვებითი მოწამვლით გამოწვეული მუცლის ტკივილი და გიხსნათ გულძმარვისაგან. აბა ვინ იფიქრებდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს სასმელი შველის ღებინებას და დიარეას. კოლა დაგეხმარებათ აგრეთვე ანგინის დროს.
"კოკა-კოლა" მშვენივრად წმენდს ტუალეტს
!["კოკა-კოლას" გამოყენების ყველაზე
მოულოდნელი და უცნაური მეთოდები image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201404/2014042518584437332.jpg)
თუ ერთ ქილა "კოკა-კოლას" მოასხამთ უნიტაზის გარშემო გაწმენდამდე რამოდენიმე წუთით ადრე, მისი გაწმენდა გაცილებით გაგიიოლდებათ.
"კოკა-კოლა" გამოიყენება ფანჯრის მინების გასაწმენდად
!["კოკა-კოლას" გამოყენების ყველაზე
მოულოდნელი და უცნაური მეთოდები image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201404/2014042518590837332.jpg)
"კოკა-კოლა" შეიცავს ლიმონმჟავას, რაც მას აქცევს მინების საწმენდ შესანიშნავ საშუალებად. ის უმკლავდება ძალიან დაბინძურებულ მინებსაც კი. მხოლოდ წმენდის დასრულების შემდეგ მინას გადაუსვით წყალში დასველებული და გაწურული ტილო, რათა ის წებოვანი არ დარჩეს.
"კოკა-კოლა" აშორებს საღეჭ რეზინას თმებიდან
!["კოკა-კოლას" გამოყენების ყველაზე
მოულოდნელი და უცნაური მეთოდები image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201404/2014042518594237332.jpg)
კოლა დაგეხმარებათ თმებიდან მოიშოროთ მასზე შემთხვევით მოხვედრილი საღეჭი რეზინა. თმები კარგად დაისველეთ გაზიანი სასმელით და გაიჩერეთ რამოდენიმე წუთი. შემდეგ ნელ-ნელა მოიშორეთ რეზინა თმიდან. პროცესი დროს მოითხოვს, მაგრამ თმების მოჭრას ნამდვილად სჯობს.
"კოკა-კოლა" დაგიცავთ კრაზანებისა და ფუტკრებისაგან
!["კოკა-კოლას" გამოყენების ყველაზე
მოულოდნელი და უცნაური მეთოდები image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201404/2014042519001337332.jpg)
თუ ბუნებაში ხართ და მწერები თქვენს ირგვლივ მრავლადაა, გახსენით კოლას ბოთლი ან ქილა და თავახდილი დატოვეთ თქვენგან მოშორებით. მწერები სასმელს მიეტანებიან და თქვენ შედარებით დაცული იქნებით. მაგრამ გახსოვდეთ, არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ ამ ქილიდან სასმელი, რადგან შიგ შეიძლება რამოდენიმე კრაზანა ან ფუტკარი დაცურავდეს.