სხვა სამთა ქორწილი? ეს უკვე მეტისმეტია, თანაც სამივე ქალია და ბავშვსაც ელოდებიან 2014, 24 აპრილი, 0:16 ისინი ეს ესაა დაქორწინდნენ და უკვე ბავშვსაც ელოდებიან...
თოჯინა, კნუტი და ბრუნი მასაჩუსეტის შტატიდან შარშან აგვისტოში დაქორწინდნენ. სულ მალე კი(ივლისში) მათ ბავშვიც ეყოლებათ. სავარაუდოდ ქალიშვილი. 27 წლის კნუტი ორსულადაა კლინიკაში მკურნალობის შემდეგ ანონიმური დონორისგან. სამივე გეგმავს გააჩინონ შვილები - თითომ თითო. თოჯინა 30 წლისაა, ბრუნ იანგი კი 34-ის. ისინი 2013 წლის აგვისტოში დაქორწინდნენ. თითოეული მათგანი მამას მიჰყავდა საკურთხეველთან. სამივეს თეთრი კაბები ეცვა და ერთმანეთს ბეჭდებს უცვლიდნენ. მათმა ადვოკატმა საბუთები ისე მოამზადა, რომ სამივე ერთმანეთთანაა დაკავშირებული ოფიციალური ქორწინებით.
თოჯინა აცხადებს, რომ არ გაუგია არსებობდეს მათ გარდა სამი ერთმანეთზე დაქორწინებული ადამიანი. ბრუნი და თოჯინა ერთმანეთს 2009 წელს შეხვდნენ. ბრუნი მანამდე ორჯერ იყო დაქორწინებული, მაგრამ მიხვდა, რომ ჩვეულებრივი ქორწინება მისი საქმე არ იყო.
ბრუნი და თოჯინა ქორწინებამდე რვა თვე ცხოვრობდნენ ერთად. მათ საერთო სახლიც იყიდეს. ისინი ეძებდნენ მესამე ქალსაც, რომელიც მათთან იცხოვრებდა და ბოლოს კნუტიც გამოეხმაურათ. მათთან შეხვედრამდე კნუტი დაქორწინებული იყო მამამკაცზე და ქორწინება მთელ ათ წელს გრძელდებოდა. მასთან განქორწინების შემდეგ კი ჰყავდა ახალი საქმრო. პირველ პაემანზე თოჯინა, ბრუნი და კნუტი ჩინურ რესტორანში წავიდნენ სავახშმოდ და ერთმანეთი ძლიერ მოეწონათ.
თოჯინა ამბობს, რომ მათთან შეხვედრამდე არ იცოდა რა იყო სიყვარული. სამივემ ერთად ცხოვრება გადაწყვიტა და კნუტის იდეის შესაბამისად დაქორწინებაც გადაწყვიტეს. საქმე სამივეს განაწილებული აქვთ. ბრუნი მთავარი ფინანსური მარჩენალია ოჯახში. თოჯინა სადილებს ამზადებს, კნუტი კი სახლს ალაგებს. კნუტი გვიმხელს, რომ მამა დიდხანს არ ელაპარაკებოდა, რაც გაიგო, რომ ქალებთან გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ ქორწილის წინ შეურიგდა და ამით ძალიან გააბედნიერა შვილი. ბეჭდების გაცვლის შემდეგ სამივემ ერთად შეასრულა თავიანთი პირველი საქორწინო ცეკვა. ისინი აცხადებენ, რომ უნდათ დაანახონ მსოფლიოს თუ როგორ უყვართ ერთმანეთი, როგორ სურთ ცხოვრება და ასევე აპირებენ შვილების აღზრდასაც. 257 3-ს მოსწონს 1-ს არა
|