ლონდონის “ჩელსის” ფორვარდი ფერნანდო ტორესი კლუბის შეცვლას არ აპირებს. ესპანელმა ევროპულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციებს კომენტარი გაუკეთა.
“სადღეისოდ, მხოლოდ უახლოეს მატჩზე ვფიქრობ. თამაშიდან თამაშამდე უნდა მოვუმატოთ. წინ 5-6 მატჩია და მათზე ვარ კონცენტრირებული. “ჩელსისთან” კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაკავშირებს. მომავალს ამ კლუბში ვხედავ”, - განუცხადა “ელ ნინიომ” ბრიტანულ პრესას.
შეგახსენებთ, რომ სამშაბათს, ტორესს თავის ყოფილ კლუბ მადრიდის “ატლეტიკოსთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში მოუწევს ჭიდილი.
ირაკლი ჯაფარიძე
www.worldsport.ge