x
image
t.x.
საშინელება თუ სილამაზის გამოვლინება, რატომ აძრობენ მამები შვილებს კბილებს

imageროგორც კი სურის ტომის გოგონა სქესობრივი მომწიფების ასაკს მიაღწევს, მას წინა ორ ქვედა კბილს უღებენ, მის ადგილზე კი პატარა ფირფიტას უსვამენ, რომელსაც ნელ-ნელა ზრდიან. რაც უფრო დიდი იქნება დისკის ზომა მისი გათხოვების დროს, მით მეტ ძროხას მიიღებს მამამისი ქალიშვილის გამოსასყიდად. ეს შეიძლება ჩვენთვის იყოს უცნაურობა, მაგრამ ეთიოპიაში, სურის ტომში ეს ჩვეული მოვლენაა და სილამაზედაც ითვლება.image

როგორც კი გოგონა მიაღწევს სქესობრივი მომწიფების ასაკს, მას ამოუღებენ ორ ქვედა კბილს, ოღონდ აუცილებელია გარკვეული რიტუალის ჩატარება, რის შემდეგაც ჩაუსვამენ პლასტიკურ ფირფიტას, შემდეგ კი ზრდიან მის ზომებს. ფირფიტის ჩასმა და მისი ტარება ძალიან უსიამოვნო პროცესია. მამა შვილს აიძულებს ხშირად იცვალოს და გაიდიდოს ფირფიტა, რადგან ამაზეა დამოკიდებული მისი შემდგომი გამდიდრება. თუ გოგონას პატარა ფირფიტა აქვს, მასში საქმრო მხოლოდ ორმოც ძროხას გადაიხდის, თუ დიდი, მაშინ სამოცს.

უფრო ნაკლები ტანჯვა ელოდებათ მამაკაცებს, მათ ხომ სხეული აქვთ მოსახატი. imageimageმოხატვა კი ხდება მიწაში არეული ბალახებისაგან დამზადებული საღებავებით. დაქორწინების წინ, ვალდებულნი არიან მთელი ტანი მოიხატონ. ნახატები კი მრავალფეროვანი და ლამაზი უნდა იყოს.imageimage

უკანასკნელ წლებში გოგონები უარს ამბობენ კბილების ამოღებაზეც და ფირფიტის ჩასმაზეც, რაც მათ მამებს არ მოსწონთ და ზოგიერთი ისევ აიძულებს ქალიშვილს ტრადიციების გაგრძელებას.

0
2419
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
2419
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0