ფეხბურთი მოიესს “მიქელ გაბრიელი” გამოეცხადა 2014, 21 აპრილი, 11:08 გუშინ, ინგლისის პრემიერლიგის მორიგ მატჩში, დევიდ მოიესის “მანჩესტერ იუნაიტედმა” ლივერპულში “გუდისონ პარკზე” 0:2 წააგო “ევერტონთან.” მოგეხსენებათ, ეს სტადიონი მოიესისთვის უცხო არ არის, ის წლების განმავლობაში წვრთნიდა “ევერტონს.” მანჩესტერელთა სეზონში მე-11 მარცხმა ცეცხლზე ნავთი დაასხა. “იუნაიტედის” ქომაგები ძალიან გაბრაზებულები არიან, ჩვენი ბრიტანელი კოლეგები კი მიიჩნევენ, რომ სეზონის ბოლოს მოიესი თანამდებობას დატოვებს. Sky Sports-ის ანალიტიკოსმა ჯეიმი კარაგერმა თქვა: “ეს იყო “მანჩესტერსის” უცუდესი 90 წუთი, რაც კი ოდესმე მინახავს. სად გაქრა მათი თამაში, საოცარია.” სოლომონ გულისაშვილი 320 3-ს მოსწონს
|